მთავარი / სიახლეები / სატრანსფერო ფანჯარა: LIVE
Foto LaPresse - Jennifer Lorenzini 08/11/2015 Empoli ( Italia) Sport Calcio Empoli - Juventus Campionato di Calcio Serie A TIM 2015 2016 - Stadio "Carlo Castellani" Nella foto: il Direttore Generale Giuseppe Marotta Photo LaPresse - Jennifer Lorenzini 08 November 2015 Empoli ( Italy) Sport Soccer Empoli - Juventus Italian Football Championship League A TIM 2015 2016 - "Carlo Castellani" Stadium In the pic: Giuseppe Marotta

სატრანსფერო ფანჯარა: LIVE

დღეს 30 აგვისტოა. შეგახსენებთ რომ სატრანსფერო ფანჯარა ხვალ, 31 აგვისტოს იტალიაში ადგილობრივი დროით 24:00 შესრულებისთანავე დაიკეტება.

როგორც წესია ბოლო დღეები და განსაკუთრებით ბოლო დღე სატრანსფერო ფანჯრის დროს განსაკუთრებით აქტიურია ხოლმე.

მადრიდის “რეალის” გარდა, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ საკუთარი სატრანსფერო ფანჯარა დახურულად გამოაცხადა, ყველა გრანდს აქვს გუნდის გაძლიერების ამბიცია და ფინანსური საშუალება, რომელიც რა თქმა უნდა კონკრეტული პოზიციების შევსების და გაძლიერებისკენაა მიმართული. ამ მხრივ გამონაკლისი არც “იუვენტუსია” რომელმაც მიუხედავად იმისა რომ წელს საკმაოდ აქტიური იყო და საკუთარი რიგები ისეთი იმედის მომცემი და გამოცდილი ფეხბურთელებით შეავსო როგორებიც არიან ფედერიკო ბერნარდესკი, დუგლას კოსტა, ბლეზი მატუიდი, ვოისეხ შესნი, მატია დე შილიო და როდრიგო ბენტანკური, მას მაინც აქვს პრობლემები, რადგან გუნდი დატოვეს ისეთმა გამოცდილმა მცველებმა როგორებიც არიან დანი ალვეში და ლეონარდო ბონუჩი.

მართალია დღეს დილით ტურინს “შალკეს” კაპიტანი, ბენედიქტ ჰიოვედესი ეწვია, რომელიც ახლა სამედიცინო შემოწმებას გადის, მაგრამ ჯერ ტრანსფერი გაოფიციალურებული არ არის, გემახსოვრებათ ჩვენ ერთ–ერთმა პირველებმა გაუწყეთ პატრიკ შიკის ტრანსფერი “იუვეში” თავისი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებით, მაგრამ ახლა ჩეხი “რომას” ღირსებას იცავს, ასე რომ გერმანელ მცველზეც მოცდას ვამჯობინებთ, სანამ ოფიციალური “იუვენტუსი” არ დაადასტურებს ტრანსფერს.

 

 

ახლა რაც შეეხება იმ სიახლეებს და ე.წ. სატრანსფერო “ჭორებს” რომლებიც შავ–თეთრების ირგვლივ ტრიალებს.

***

კვადვო ასამოას აგენტი დავიდე ტორჩია, აცხადებს რომ მის კლიენტს თურქულ “გალათასარაიში” სურს კარიერის გაგრძელება. დიდი ხანია რაც სატრანსფერო თანხაც და პირადი კონტრაქტიც შეთანხმებულია მხარეებს შორის, ხელფასის რა გითხრათ, მაგრამ “იუვე” 10 მილიონს მიიღებს და + ბონუსებს, მაგრამ საქმეს ართულებს ის რომ მაროტა ამ დრომდე ვერ ახერხებს განელის შემცვლელის მოყვანას. მოგეხსენებათ კვადვო, რომელმაც ტურინელთა შემადგენლობაში 5 ჯერ მოახერხა სერია ა–ს მოგება, ახლა მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მარცხენა მცველის, ბრაზილიელი ალექს სანდროს დუბლიორია და ნაკლებად უწევს მოედანზე გამოჩენა.

 

***

ზემოთ აღნიშნული ტრანსფერი ცალსახად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მოახერხებს მაროტა დაარწმუნოს “ატალანტას” ხელმძღვანელობა “იუვეს” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად ბერგამოში არენდით მოთამაშე ლეონარდო სპინაცოლა ტურინში დაბრუნდეს. შეგახსენებთ რომ ნიჭიერ იტალიელს ორ წლიანი არენდა აკავშირებს შავ–ლურჯებთან, რომლიდანაც ერთი გავიდა და ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. თავის მხრივ არც მათ სურთ გუნდი განაპირა მცველის გარეშე დარჩეს და მიუხედავად თბილი ურთიერთობისა ხელმძღვანელებს შორის, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე თუკი ხვალამდე ვერ მოახერხებენ სპინაცოლას შემცვლელის მოყვანას, მაშინ ისინი არ აპირებენ ლეონარდოს უკან დაბრუნებას. კანონი და წესი მათ მხარესაა, ახლა მნიშვნელოვანი თავად ფეხბურთელის დიდი სურვილი და მაროტას მონდომებაა.

***

მოგეხსენებათ რენატო სანჩესის დამატებას ბევრი კლუბი ცდილობდა, მათ შორის იყო ტურინის “იუვენტუსი”, მაგრამ როგორც ჩანს მიუხენის “ბაიერნს” მხოლოდ ერთ წლიანი არენდა სურდა, ყოველგვარი გამოსასყიდი პუნქტების გარეშე, რაზეც მაროტა თანახმა არ იყო, ვარაუდობენ რომ პორტუგალიელი ტალანტი კარიერას დროებით ინგლისურ “სუონსში” გააგრძელებს.

***

ოფიციალურად “შალკე04″ის ყოფილი კაპიტანი აუცილებელი გამოსყიდვის პირობით, ერთ წლიანი არენდით ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა. მან 21 ნომრიანი მაისური აირჩია, რომლითაც გასულ სეზონში პაოლო დიბალა ასპარეზობდა. გერმანელები არენდისთვის 5 მილიონს მიიღებენ, ხოლო სეზონის ბოლოს კიდევ 15 მილიონს, რომელიც 2 წელიწადზე გადანაწილდება.

***

ვრცელდება ინფორმაცია რომ კატალონიურმა “ბარსელონამ” 160 მილიონი შესთავაზა “იუვეს” მისი ერთ–ერთი ლიდერის, პაოლო დიბალას სანაცვლოდ. იუვეს პოზიცია ურყევია: დიბალა არ იყიდება!

***

“კალიარი” სერიოზულად არის დაინტერესებული სტეფანო სტურაროს დამატებით, მაგრამ ალეგრის მოსწონს ახალგაზრდა იტალიელი და მის გასხვისებას არ აპირებს.

***

როგორც ელსეიდ ჰიუსაის აგენტი აცხადებს, მას ტურინელები დაუკავშირდნენ და მისი კლიენტის ტრანსფერზე ესაუბრნენ, მაგრამ ალბანელი მარჯვენა მცველი ნეაპოლში თავს ბედნიერად გრძნობს და ტიტულების მოგებას სწორად “ნაპოლისთან” ერთად აპირებს.

***

როგორც ჩანს სამკუთხედი სახელად “რწყილი და ჭიანჭველა” უკვე ოთხკუთხედად გადაიქცა, რადგანაც სწორედ ოთხი გუნდი ელის ერთ ტრანსფერს. იმ შემთხვევაში თუკი ბერგამოს “ატალანტა” მოახერხებს და “ჯენოასგან” განაპირა მცველს, დიეგო ლაქსალტის შეიძენს, მაშინ ლორენცო სპონაცოლა “იუვენტუსს” მიაშურებს, ხოლო კვადვო ასამოა თურქულ “გალათასარაიში” გადავა.

To be continued… 

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

უყურე „პსჟ“ – „იუვენტუსს“ ინტერნეტში ქართული კომენტარით

როგორც უკვე კარგად იცით, 18 ივლისს სტარტი აიღო „საერთაშორისო ჩემპიონთა თასმა“. 27 ივლისს, დილის 05:00 …