მთავარი / სიახლეები / სამი ხედირა: იუვენტუსი მოუთმენლად ელის რომასთან მატჩს
სამი ხედირა: იუვენტუსი მოუთმენლად ელის რომასთან მატჩს

სამი ხედირა: იუვენტუსი მოუთმენლად ელის რომასთან მატჩს

სამი ხედირამ განაცხადა, რომ იუვენტუსი რომასთან შეხვედრას მოუთმენლად ელის ხოლო, ფრანჩესკო ტოტი ლიდერად მოიხსენია. ბიანკონერები მოწინააღმდეგე გუნდს შაბათ საღამოს შეხვდებიან.

“რომა ჩვენზე 4 ქულით უკან არის, ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ისინი არიან ძლიერები თავდასხმის ხაზში, თუმცაა დაცვითი ხაზი შედარებით სუსტი ჰყავთ. რომას გააჩნია ყველანაირი რესურსი წარმატების მისაღწევად, გასულ წელს მათ დაგვანახეს, რომ მათი გუნდის დამარცხება არც ისე იოლია. თუმცაღა, ჩვენ ვთამაშობთ სახლში რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პლუსია. გუნდი მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას, ეს იქნება მატჩი სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად.” განაცხადა ხედირამ სკაისთან ინტერვიუს დროს.

სამი ხედირამ აქო და ადიდა რომაელთა კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი:

“ტოტი ნამდვილი ლეგენდაა, სასწაულია იმის ხილვა თუ როგორ ფეხბურთს  თამაშობს 40 წლის კაპიტანი. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვთვლი რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში” – განაცხადა ხედირამ.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *