მთავარი / სიახლეები / სამეფო კლუბის და წითელი ეშმაკების ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

სამეფო კლუბის და წითელი ეშმაკების ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას რომ პოლ პოგბას ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება თუმცა როგორც ჩანს საქმე მთლად ასე ადვილად არ არის რადგან საქმეში მადრიდის რეალი ერთვება და შეეცდება მანჩესტერელებს ხელიდან გამოგლიჯოს გემრიელი ლუკმა! მადრიდული გრანდი აპირებს იმაზე მეტის გადახდას ვიდრე მანჩესტერელები იხდიან აქედან გამომდინარე ბებერი ქალბატონი შეეცდება უფრო მეტი სარგებელი ნახოს!

zinedine-zidane-real-madrid-manager-la-liga-football_3395666

ესპანური პრესა იუწყება რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას კონკრეტული მოთხოვნას უყენებს! მისი სურვილია თანამემამულის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა და პირადად აპირებს მოლაპარაკებებში ჩართვას! თუ ზიდანს მიეცემა პოგბასთან მუშაობის საშუალება მაშინ ჰამეს როდრიგესს მოუწევს გუნდის დატოვება! შეგახსენებთ რომ მადრიდის რეალმა უარყო 75 მილიონიანი წინადადება კოლუმბიელზე და თავად რეალის ათიანიც აცხადებს რომ მას სურს მადრიდულ გრანდში დარჩენა!

მადრიდის რეალი პოგბას 10 მილიონიან ანაზღაურებას სთავაზობს! არ ვიცი ეს რამდენად გაუწევს კონკურენციას მანჩესტერელთა 13 მილიონიან შეთავაზებას მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც რაიოლას წილია! იუვენტუსი მოითხოვს 120 მილიონს! და გუნდი რომელიც პოგბას შეიძენს პლუს 20 მილიონის გადახდა მოუწევს რაიოლასთვის!

La Gazzetta dello Sport-ი იუწყება რომ იუვენტუსმა კონკრეტული ციფრი 120 მილიონი ევრო მოთხოვა მანჩესტერელებს სადაც არ იქნება გათვალისწინებული არც ბონუსები და არც საკომისიოები! რითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ რაიოლასთვის ბებერი ქალბატონი არაფრის გადახდას არ აპირებს და ეს თანხაც იმის გადასახდელია ვინც ფრანგის შეძენას საბოლოოდ გადაწყვეტს!

შეგახსენებთ რომ მანჩესტერელებისგან ოფიციალური შეთავაზება უკვე გაკეთებულია და ის მხოლოდ 110 მილიონ ევროს შეადგენს! ალბათ მინიმუმ 10 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ ამ შეთავაზებაზე მანჩესტერელებს თუ მართლა სურთ პოგბას თავიანთ გუნდში ხილვა!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *