მთავარი / სიახლეები / სად არის პატრიკ შიკი?!

სად არის პატრიკ შიკი?!

ტურინის „იუვენტუსი“ და გენიუს „სამპდორია“ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ შეთანხმდნენ ჩეხი თავდამსხმლის ტრანსფერზე, დასახელდა ფასიც – 30 მილიონი ევრო

„სკაი სპორტის“ ცნობით, პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმების და სამედიცინო მონიტორინგის მერე ჩეხი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. თუმცა ეს ტურნირი უკვე კვირაზე მეტია დასრულდა, ახალგაზრდა ფორვარდის წარდგენას კი არა და არ დაადგა საშველი?

გამოცემა ეჭვობს, რომ რაღაც კარგად არ არის ამ ორი კლუბის შეთანხმებაში კარგად და მიზეზსაც თავად ასახელებს – შესაძლია, პატრიკ შიკის სამედიცინო შემოწმებისას რამე დარღვევა გამოვლინდა, რაც არ აკმაყოფილებს ტურინული გრანდის წარმომადგენლებს, თუმცა თუ გენუელებს ვენდობით, ყველაფერი წესრიგშია და ფეხბურთელის წარდგენას თავად „იუვენტუსი“ აგვიანებს.

ასეა თუ ისე, ორივე კლუბი საიდუმლოდ ინახავს სიმართლეს და კითხვა ჩნდება – სადაა თავად პატრიკ შიკი?!

წყარო: sarbieli.ge

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …