მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “მადლობა “იუვეს” ქომაგებს, დაუვიწყარი სეზონი იყო”

რონალდუ: “მადლობა “იუვეს” ქომაგებს, დაუვიწყარი სეზონი იყო”

კრიშტიანუ რონალდუმ 2018-2019 წლების სეზონი შეაჯამა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. პორტუგალიელმა „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დიდებული სეზონი იყო.

„დაუვიწყარი სეზონი! ახალი გამოცდილება, უზარმაზარი გუნდი, ბრწყინვალე ქალაქი, რეკორდები და მორიგი 3 ტიტული! მინდა მადლობა ვუთხრა „იუვენტუსის“ ყველა გულშემატკივარს, თქვენ ჩვენი გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს მსოფლიოს გარშემო და განსაკუთრებით პორტუგალიელ მხარდამჭერებს, რომლებიც დაგვეხმარნენ პორტუგალიის ისტორიაში კიდევ ერთი ტიტულის მოგებაში. თქვენთვის ჩემს გულში ადგილი ყოველთვის იქნება.

პერსონალურად სეზონის რაც შეეხება, არ დამავიწყდება ჩემი გამორჩეული მომენტები და რეკორდები, რომელთაც 2019 წელს მივაღწიე: იტალიის სუპერთასზე გამარჯვების გოლი, სერია A-ს ჩემპიონობა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და 21 გატანილი გოლი. ერთა ლიგის მოგება და ჰეთ-თრიქი. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 თამაში მოვიგე და 125 გოლი გავიტანე. პირველი ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც უეფას 10 ტიტული მოიგო. პირველი ფეხბურთელი გავხდი, რომელმაც სანაკრებო დონეზე ყველა ტურნირზე გოლი გაიტანა – მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კონფედერაციათა თასი და ერთა ლიგა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სანაკრებო დონეზე ზედიზედ 10 ფინალურ ეტაპზე გოლი გავიტანე 2004 წლიდან 2019 წლამდე. დროებით! ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი, წარმოუდგენელი მიღწევებისთვის. თქვენი იმედი მაქვს“, – დაწერა რონალდუმ.

კრიშტიანუმ „იუვენტუსში“ გატარებულ პირველ სეზონში 43 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, ხოლო გარდა ამისა, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …