მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “Fino alla fine, Forza Juventus!”

რონალდუ: “Fino alla fine, Forza Juventus!”

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ემზადება, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ თავისუფალ დროს იყენებს და სოციალურ ქსელში ლაივ რეჟიმში ქომაგების კითხვებს უპასუხა.

პორტუგალიელის დიალოგი გულშემატკივრებთან ასეთი გამოდგა:

„სასტუმროში ვართ და ვისვენებთ ხვალინდელი დიდი მატჩისთვის. ეს იქნება შესანიშნავი თამაში, რომელიც უნდა მოვიგოთ. მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის. „ნაპოლისთან“ ნამდვილად დიდებული თამაში იქნება. გეხვევით, Fino alla fine, Forza Juventus!

პუშკაშის ჯილდო? – ცხადია, ჩემი გოლი საუკეთესო იყო. თუმცა, ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. 15 წლის განმავლობაში ერთ დონეზე ვთამაშობ და კმაყოფილი ვარ, რაც გავაკეთე.

რა არის ჩემთვის მთავარი? – გამარჯვება! გამარჯვება და გოლების გატანა“, – განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “რონალდუ და დიბალა ახლა ერთმანეთს უკეთ უგებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ჯენოასთან“ (3:1) მატჩი შეაფასა და მისი შეგირდები შეაქო. „გუნდმა …

“ჯენოა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში „ჯენოა“ პაულო დიბალას, კრიშტიანუ რონალდუსა და დუგლას კოშტას გოლებით …