მთავარი / სიახლეები / რეკორდული ოფერი!

რეკორდული ოფერი!

ჟოზე მაურინიოს მანჩესტერში გადაბარგების შემდეგ როგორც ჩანს კონკრეტული მიზანი დაუსახეს და მას ამ დავალების შესრულება ჯიუტად აქვს გადაწყვეტილი იუვენტუსის ფრანგ ათიანთან ერთად!

სკაი სპორტ იტალიასა და დეილი მეილის თუ დავუჯერებთ მანჩესტერ იუნაიტედი ამზადებს წინადადებას პოლ პოგბაზე და მზადაა ფრანგისთვის სარეკორდო 120 მილიონი ევრო გადაიხადოს!

ამ ტრანსფერში ჩართულია და სავარაუდოდ მთავარ როლს სწორედ ფრანგის აგენტი მინო რაიოლა ითამაშებს! შეგახსენებთ რომ ის გახლავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ჰენრიკ მხიტარიანის აგენტიც და ზემოთხსენებული ფეხბურთელები მომავალ სეზონს სწორედ წითელ ეშმაკებში დაიწყებენ! რაიოლა ძალიან არის დაინტერესებული პოგბას იუნაიტედში დაბრუნებით საიდანაც ფრანგი 2004 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა! იუნაიტედში პოგბას წლიურ 13 მილიონს თავაზობენ ხელფასის სახით რაც იუვენტუსის ხელფასს საგრძნობლად აღემატება! თუმცა იუვენტუსის მესვეურებმა არაერთხელ დაადასტურეს რომ ფრანგი არანაირ თანხად არ იყიდება! თუმცა ვნახოთ 120 მილიონიან წინადადებაზე როგორი რეაქცია ექნებათ! თუმცა თავისუფლად შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან თავად ფეხბურთელის სურვილი იყო და რა გვექნაო!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *