მთავარი / სიახლეები / “რეალის” მცველისთვის გამართულ ბრძოლაში, ბიანკონერი “ჩელსისთან” მარცხდება

“რეალის” მცველისთვის გამართულ ბრძოლაში, ბიანკონერი “ჩელსისთან” მარცხდება

არისტოკრატთა იტალიელმა მენეჯერმა სატრანსფერო ბაზარზე აქტივობა დაიწყო.

£34 მილიონის სანაცვლოდ “ჩელსიმ” უკვე შეიძინა ანტონიო რუდიგერი, თუმცა ანტონიო კონტე ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ამჯერად დანილოს შეძენა სურს. სამეფო კლუბის მცველის მიმართ დაინტერესებას ტურინის “იუვენტუსიც” იჩენს, მაგრამ ანტონიო კონტეს სჯერა რომ ტრანსფერს მის სასარგებლოდ მოაგვარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არისტოკრატები მზად არიან დანილოს სანაცვლოდ £28 მილიონი გადაიხადონ. პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონები დანი ალვეშის და ალექს სანდროს მიმართაც იჩენდნენ ინტერესს. თუმცა ალვეშმა “პარი სენ ჟერმენთან” გააფორმა კონტრაქტი, სანდროს თაობაზე კი ბიანკონერისგან უარი მიიღეს.
მომავალი სეზონისათვის ანტონიო კონტე გუნდის გადახალისებას გეგმავს. დაცვის გაძლიერებასთან ერთად, მას შეტევითი პოტენციალის გაზრდაც სურს, ამიტომაც მზადაა პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძენად £70 მილიონი გადაიხადოს.

წყარო: sarbieli.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …