მთავარი / ბლოგი / ყველაფერი პორტუს შესახებ

ყველაფერი პორტუს შესახებ

პორტო დედაქალაქ ლისაბონის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია პორტუგალიის. 221 800 მოსახლე ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობს და იმის გარდა რომ პორტოს ცენტრალური ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული ეს ქალაქი სპორტული თვალსაზრისითაც ცნობილია.

ქალაქს ორი საფეხბურთო კლუბი ყავს, “პორტო” და “ბოავიშტა”. თუკი ამ უკანასკნელს დიდების დღეები უკან აქვს მოტოვებული, “ლურჯ–თეთრები” დღემდე ევროპულ გრანდად მოიხსენიება. მათი ბოლო ყველაზე დიდი წარმატება 2003/2004 წლის “ჩემპიონთა ლიგის” გათამაშებაში მოხდა.

მაშინ პორტუგალიური გუნდის მწვრთვნელი ყველასთვის უცნობი ჟოზე მოურინიო იყო. გუნდისთვის ჯგუფიდან გასვლაც წარმატებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო რადგან მათთან ერთად პირველი და მეორე ადგილისთვის მადრიდის “რეალი”, მარსელის “ოლიმპიკი” და ბელგრადის “პარტიზანი” იბრძოდა.

ესპანელებზე რომ არაფერი ვთქვათ მაშინდელ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდნენ ფაბიენ ბარტეზი, მატიუ ფლამინი და დიდიერ დროგბა. “პორტუმ” 11 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი მატჩი დათმო მადრიდის “რეალთან”. შემდეგ კი ფინალამდე მათ შეძლეს უკან მოეტოვებინათ მანჩესტერ იუნაიტედი, ლიონი და დეპორტივო, ფინალში კი დამაჯერებლად, 3–0 დაამარცხეს ფრანგული “მონაკო”.

გარდა პორტუგალიელი მწვრთვნელისა ამ სასწაულის მთავარი შემომქმედები იყვნენ ვიტორ ბაია, რიკარდო კარვალიო, ნუნუ ვალენტე, დეკო, დერლეი, სერჟიო კონსეისაო, ბოსინგვა, მანიშე, პაოლო ფერეირა, ბენი მაკარტი და სხვები. ისე კი პორტუგალიელებს 2 ჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. 2004 წლამდე მათ 1987 წელს მოახერხეს იგივე. ასევე უეფას თასი/ევროპის ლიგა აქვთ მოგებული ორჯერ, ერთხელაც სუპერთასი.

ლოკალურ ტიტულებს რაც შეეხება 27 ჯერ მოახერხეს ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვება, 20 ჯერ პორტუგალიის თასის მოგება და ასევე 20 ჯერ პორტუგალიის სუპერთასი რაც რეკურდული მაჩვენებელია. transfermarkt–ის ცნობით, რომელიც პოპულარული საფეხბურთო ვებ–გვერდია, პორტუგალიის 2015–2016 წლის ბრინჯაოს მედლების მფლობელი ფეხბურთელების საერთო ღირებულება 186 მილიონი ფუნტია.

გუნდი არ ღალატობს ტრადიციებს და როგორც ყოველთვის ახალგაზრდა, ვარსკვლავური შემადგენლობითაა აწყობილი, რომელთა კარსაც გამოცდილი ვეტერანი, ნამდვილი ცოცხალი ლეგენდა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე იკერ კასილასი იცავს.

“პორტო” გამორჩეული კლუბია თავისი სატრანსფერო პოლიტიკით, ევროპულ გრანდებში სწორედ პორტუგალიური კლუბის გავლით მოხვდნენ ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები როგორებიც არიან: ჰალკი, ხამეს როდრიგესი, ფალკაო, ჯექსონ მარტინესი, რიკარდო კარვალიო, პეპე, ჟოაო მოუტინიო, რიკარდო კვარეჟმა, დეკო, პაოლო ფერეირა, მანიშე, ნიკოლას ოტამენდი, ფრედი გუარინი, კაზემირო, დიეგო, ტიაგო სილვა, ფერნანდო კოუტუ და სხვა უამრავი. გემახსოვრებათ რა ასტრონომიული თანხებია გადახდილი თავის დროზე ამ ფეხბურთელებში და ძნელი მისახვედრი არ არის თუ რამდენად მომგებიანი პროექტია Futebol Clube do Porto.

თუმცა 2012–13 წლების სეზონიდან პორტუგალიაში დედაქალაქური “ბენფიკა” მეფობს და სიტუაციის გამოსასწორებლად “პორტუს” დირექტორატმა გადაწყვიტა რომ 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც ადრე სატრანსფერო “შუშაბანდად” იყო ქცეული, ახლა საგულდაგულოდ ამოქოლეს და შეძლეს გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.

რაც შეეხება უშუალოდ “შავ–თეთრების” და “ლურჯ–თეთრების” დაპირისპირებას, ანუ ტურინის “იუვენტუსის” და პორტოს “პორტუს” გადაკვეთების ისტორია ასეთია:

ისინი აქამდე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს აქედან 2 მატჩი ტურინელებმა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. ბოლო მატჩი 2001 წელს გაიმართა, სადაც ტურინელებმა 3–1 დაამარცხეს პორტუგალიელები.

მაშინ “ზებრებიდან” გოლების გატანა ალესანდრო დელ პიერომ, პაოლო მონტერომ და დევიდ ტრეზეგემ მოახერხეს. 16 წლის შემდეგ პირველი დაპირისპირება “დრაგაოს” ულამაზეს სტადიონზე გაიმართება, რომელზეც 52 202 კაცი ეტევა. მატჩი 2017 წლის 22 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 14 მარტს.

 

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ბუფონი: შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონტა ლიგის ფინალში შესვენებაზე განვიტარებულ მოვლენებზე ყვება „ჩვენ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *