მთავარი / ბლოგი / ყველა გზა რომში მიდის…

ყველა გზა რომში მიდის…

ერთხელ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბავშვობიდან რომას გულშემატკივარია, ისეთი რამ მითხრა რაც არასდროს დამავიწყდება.

“როდესაც ვინმე იმპერატორს ახსენებს, მე პირველ რიგში თვალწინ ფრანჩესკო ტოტი მიდგება”

რთულია არ დაეთანხმო, მიუხედავად იმისა რომ რომის იმპერია აღარ არსებობს და იტალიაშიც იმპერატორები ჩინოვნიკებმა ჩაანაცვლეს.

რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს რომი, რომაელები და რა თქმა უნდა მათი საფეხბურთო გუნდები “რომა” და “ლაციო”, მაგრამ ვერავინ უარყოფს რომ მატჩის ტელევიზორით ყურების დროსაც კი 1928 წელს აშენებული “სტადიო ოლიმპიკო” საოცარი ემოციებითაა დამუხტული. ხოლო მნიშვნელოვანი მატჩების დროს კი როდესაც რომის ოლიმპიური სტადიონის 72,698 ადგილი ბოლომდე ივსება, ის ნამდვილად კოლიზეუმს ემსგავსება.

არა ისეთს, როგორსაც დღეს ხედავენ ტურისტები, არამედ ორი მილენიუმის წინანდელს, სადაც ნამდვილი გლადიატორთა ორთაბრძოლები იმართებოდა ნამდვილი ბრძოლებით და ნამდვილი სისხლით!

ტოტალიზატორების მოყვარულები კარგად მიხვდებიან, როდესაც სტანდარტულ მატჩებში წითელი ბარათი მინიმუმ 3.0 კოეფიციენტითაა შეფასებული, რომაული დერბის დროს ეს ხშირად 2.0 კოეფიციენტზე ნაკლებიც კია. ბევრი დერბი გახუნდა, აღარ არის ძველებურად სანახაობრივი, მაგრამ რთულია რამე დააკლო რომაელ გლადიატორებს, მათი ემოცია უცვლელია “ფარით ან ფარზე!

უამრავ ლეგენდარულ პიროვნებას უთამაშია A.S. Roma-ს ფორმით:

კაპელო, ანჩელოტი, ბონიეკი, ფიოლერი, ბატისტუტა, კაფუ, მონტელა, კარბონი, ჰესლერი და ა.შ. მაგრამ ვერავინ შეედრება იმპერატორს, ფრანჩესკო ტოტის, რომელიც 1989 წლიდან ირიცხება რომაულ გრანდში!

დიახ, არ მოგესმათ, რამოდენიმე დღეში 28 წელი შესრულდება რაც ლეგენდარული ათიანი “რომას” მაისურს ატარებს.

ახლა ის 40 წლისაა, მართალია ის აღარაა ძველებურად სწრაფი…

და მეტი არაფერი, მას მეტი არაფერი დაკლებია, პირიქით ღვინოსავით, დროსთან ერთად უკეთესი ხდება მისი რიგი მაჩვენებლები. ახლა ის მეტად დაბრძენებულია, მეტად დახვეწილი, მოედანზე როგორც ღმერთი ისე გადაადგილდება, მას შეუძლია არაფრისგან შექმნას მომენტი, ნებისმიერი ადგილიდან გაიტანოს გოლი, გააკეთოს ისეთი პასი რომელიც არღვევს ფიზიკის კანონებს. რაც შეეხება სისწრაფეს… ის არც არასდროს ყოფილა მისი ძლიერი მხარე.

სერია A–ს შემდეგ ტურში ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება. სადაც ერთმანეთს იუვენტუსი და რომა დაუპირისპირდებიან. ტურინელები ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, ხოლო რომაელები, რომლებიც 4 ქულით ჩამორჩებიან “სინიორას” მეორე ადგილზე არიან.

მარტო ეს ფაქტიც კი ნათლად გვაჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი ორივე გუნდისთვის.

იმ შემთხვევაში თუ ტურინელები მოგებას მოახერხებენ სხვაობა 7 ქულიანი გახდება რაც დიდი ალბათობით ნახევარი წრით ადრე გადაწყვეტს ჩემპიონის ბედს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომაელები გაიმარჯვებენ მაშინ სხვაობა 1 ქულამდე შემცირდება და საგრძნობლად დაძაბავს Calcio–ს აპენინის ნახევარკუნძულზე.

ტურინელებს გადაწყვეტით შეიძლება ითქვას რომ ბონუჩი და ალვეში ვერ დაეხმარებიან, აი ბარძალიმ და პიაცამ კი დაიწყეს ვარჯიში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ისინი მოედანზე გამოჩდნენ.

ამ მხრივ მეტი პრობლემებია რომში. ლაზარეთში არიან ფლორენცი, პარედესი, პერესი და სალაჰი. პირველად ეს გუნდები ერთმანეთს თითქმის 87 წლის წინ დაუპირისპირდნენ.

ეს იყო 1930 წლის 12 იანვარს. მატჩი რომში შედგა. 3 წლის დაარსებულ “რომას” გამოცდილმა “იუვენტუსმა”, რომელიც ამ დროისთვის უკვე 2 გზის იტალიის ჩემპიონი იყო 2–3 მოუგო.

პირველად ჯალოროსიმ “ზებრების” დამარცხება 1931 წელს შეძლო და საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით 5–0.

თუმცა დიდი სხვაობით მოგება მაინც “იუვეს” სასარგებლოდაა. ერთი წლის შემდეგ უკვე ტურინში სტუმრობისაც მასპინძლებმა 7 გოლი გატანა მოახერხეს სტუმრების 1 გოლის საპასუხოდ.

ყველაზე უხვგოლიან მატჩში, რომელიც 1950 წელს გაიმართა, ტურინელებმა ისევ 7 გოლი გაიტანეს, რომაელებმა ერთი მეტი წინა გატანილზე, ანუ ორი და ასე დაფიქსირდა ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი რომელიც 9 გოლით განისაზღვრა.

ამის შემდეგ მგლებისთვის 7 გოლის გაშვება უცხო აღარ არის, ამის გახსენება უახლოესი წარსულიდანაც შეიძლება, მაგრამ თემიდან არ გადავუხვევ.

გუნდები Seria A–ს ეგიდით სულ 166 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 69 ჯერ ტურინელებმა იმარჯვეს, 38 ჯერ რომაელებმა, ხოლო 49 მატჩი ფრედ დასრულდა. გოლებიც 260–177-ზეა “ბებერი ქალბატონის” სასარგებლოდ.

მატჩი 17 დეკემბერს გაიმართება.

ფარით ან ფარზე!

Forza!!!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი - იდეალური მამა და მამაკაცი

ბონუჩი – იდეალური მამა და მამაკაცი

ევრო 2016-ის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩი პატარა და წყნარ ესპანურ კუნძულზე – ფორმენტერაზე ისვენებდა. თუმცა მას …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *