მთავარი / სიახლეები / “პსჟ”-ს ვარსკვლავის შესაძენად, “იუვენტუსის” წარმომადგენლები მის აგენტს შეხვდებიან
"პსჟ"-ს ვარსკვლავის შესაძენად, "იუვენტუსის" წარმომადგენლები მის აგენტს შეხვდებიან

“პსჟ”-ს ვარსკვლავის შესაძენად, “იუვენტუსის” წარმომადგენლები მის აგენტს შეხვდებიან

გავრცელებული ინფორმაციით, ბლეზ მატუიდის ტრანსფერთან დაკავშირებით, ბიანკონერის წარმომადგენლები მინო რაიოლას შეხვდებიან.

ტურინელთა წარმომადგენლების და მინო რაიოლას შეხვედრა ამ კვირასაა დაგეგმილი. მატუიდი “ბებერი ქალბატონის” სატრანსფერო რადარზე გასულ წელსაც იყო, თუმცა პარიზულმა გრანდმა უკანასკნელ მომენტში გადაიფიქრა მისი გაყიდვა.

ჩამშლელი ნახევარმცველი შეძენას “იუვენტუსი” ამ ზაფხულსაც აქტიურად განიხილავს, ბლის მატუიდი კი კვლავ მთავარი სამიზნეა. მოისე კინის კონრტაქტთან დაკავშირებით ტურინელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, ახლა კი იმედოვნებენ რომ 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერსაც მოაგვარებენ.

მოქმედი კონტრაქტის თანხმად, მატუიდის “პარი სენ ჟერმენთან” კიდევ 1 წელი აკავშირებს, ბიანკონერის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მის შეძენას €20 მილიონად შეძლებენ.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …