მთავარი / სიახლეები / პრინცი ტურინს ტოვებს?
პრინცი ტურინს ტოვებს?

პრინცი ტურინს ტოვებს?

არასასიამოვნო სიახლეები ვრცელდება ტურინიდან. გუშინ და დღეს მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ მაროტა/პარატიჩის დუეტმა მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას დუგლას კოშტას აგენტთან, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არაა. პრობლემა კოშტას ხელფასია. „ბაიერნის“ ბრაზილიელი გარემარბი ხელფასის სახით ითხოვს 7 მლნ ევროს, იუვენტუსი კი მხოლოდ 5 მლნ სთავაზობს.

გამომდინარე აქედან იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ანდრე ანიელის მეთაურობით დაიწყეს ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა და რადარზე ინტერის ნახევარმცველი მარსელო ბროზივიჩი გამოჩნდა. როგორც მოგეხსენებათ შეშლილი მაქსი უკვე მეორე სეზონია ითხოვს მაღალი კლასის ნახევარმცველს, ვინც მოედნის ცენტრს დაალაგებს. ასეთად კი მარსელო ბროზოვიჩის კანდიდატურა იდეალურთან მიახლოებულია. თანაც „ინტერის“ ნახევარმცველი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და სულაც არაა წინააღმდეგი კლუბის გამოცვლაზე. ძირითადი მიზეზი ევროტურნირებია, სადაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება, რასაც ინტერში მოკლებულია.

ჯანლუკა დი მარცოს ინფორმაციით მილანელები ტურინელებს სთავაზობენ ბარტერს თანხის დამატებით. საქმე ეხება არც მეტი არც ნაკლები კლაუდიო მარკიზიოს. „ინტერის“ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს მარკიზიოს სათამაშო სტილი და პირადად ახალ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის, თან „პრინცი“ აღარ არის ძირითადის წევრი და მისთვის აუცილებელია სათამაშო პრაქტიკა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ. ბროზივიჩის სანაცვლოდ „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა მარკიზიოს და 20-25 მლნ ევროს დამატებას ითხოვს, რაზედაც ტურინელები უარზე არ არიან. კულუარული ინფორმაციით თავად მარკიზიოც არ გამორიცხვას „ინტერის“ რიგებში გადასვლას და თავის აგენტს პირადი კონტრაქტის დეტალების მოგვარება დაავალა. მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედი დავიტოვოთ, რომ „პრინცი“ არ დატოვებს ბებერ ქალბატონს და მით უმეტეს არ გადავა „მოსისხლე მტრის“ გუნდში.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *