მთავარი / სიახლეები / პოგბა – ფავორიტები არ ვართ, ეს ჩვენი უპირატესობაა
პოგბა – ფავორიტები არ ვართ, ეს ჩვენი უპირატესობაა

პოგბა – ფავორიტები არ ვართ, ეს ჩვენი უპირატესობაა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩის შეხსახებ „ბებერი ქალბატონის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ისაუბრა:

„“ბაიერნი“ ერთ-ერთი გრანდია, ვფიქრობ ამ წყვილში ფავორიტები არ ვართ, თუმცა ეს ფაქტი დამატებით უპირატესობას გვანიჭებს, ვინაიდან არაფერი გვაქვს დასაკარგი და შეგვიძლია თავისუფლად ვითამაშოთ. სამწუხაროდ ვერ შევძელით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლვა, მაგრამ გუნდისთვის მთავარი ფლეი-ოფში მოხვედრა იყო. ამ სტადიაზე სუსტი გუნდი არ არსებობს ეს ჩემპიონთა ლიგაა. იმისთვის, რომ გერმანულ კლუბთან წარმატებით ვიასპარეზოთ დიდი შრომა და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. რაც შეეხება ვიდალს, იგი  შესანიშნავად ხედავს მოედანს, ბრწყინვალედ აფასებს სიტუაციებს და ბოლო პასის გაკეთებაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი ჩემი მეგობარია მის მოედანზე მას არაფერს დავუთმობ“ – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა იტალიურ პრესასთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება „იუვენტუსსა“ და“ ბაიერნს“ შორის 23 თებერვალს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

წყარო: jako.fm

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *