მთავარი / სიახლეები / პოგბა “იუვეს” პრიორიტეტია

პოგბა “იუვეს” პრიორიტეტია

პოლ პოგბა ტურინის „იუვენტუსის“ პრიორიტეტია. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ ფრანგი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ „ბებერ სინიორას“ პოგბასთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

აღსანიშნავია, რომ პოგბას აგენტ მინო რაიოლასთან ფაბიო პარატიჩი უკვე მოლაპარაკეკებსაც მართავს. თავად პოლს კი „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს, ხოლო ტურინში მეგობრები ელოდებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …