მთავარი / სიახლეები / პირლო: “მანჩესტერ სიტიში” წასვლას “იუვენტუსი” ვამჯობინე”

პირლო: “მანჩესტერ სიტიში” წასვლას “იუვენტუსი” ვამჯობინე”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ წარსული გაიხსენა და განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდში „მანჩესტერ სიტიც“ იწვევდა, მაგრამ არჩევანი ტურინულ გუნდზე გააკეთა.

„2011 წელს „მანჩესტერ სიტი“ მეპატიჟებოდა, მაგრამ „იუვენტუსი“ ავირჩიე. პრემიერლიგაში ალბათ ფანტასტიკური პერიოდი მექნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ იტალიაში დარჩენა გადავწყვიტე.

საუკეთესო მწვრთნელი ვისთანაც მიმუშავია? – ანტონიო კონტე“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …