მთავარი / სიახლეები / პიეტრო ანასტაზი: “ეს “იუვე” ისტორიაში საუკეთესოა”
პიეტრო ანასტაზი: “ეს “იუვე” ისტორიაში საუკეთესოა”

პიეტრო ანასტაზი: “ეს “იუვე” ისტორიაში საუკეთესოა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პიეტრო ანასტაზი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ფორმაციის გუნდი ისტორიაში საუკეთესოა.

70 წლის ვეტერანი ფორვარდის განცხადებით, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას ან ახლა მოიგებს, ან არასოდეს:

„იუვე“ სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოგებას წელსაც შეეცდება, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის წელია. ეს „იუვენტუსი“ ისტორიაში ყველაზე ძლიერია და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ახლაც თუ ვერ შეძლებს, მაშინ ამას ვერასდროს მოახერხებს“, – განაცხადა ანასტაზიმ Europacalcio.it-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ პიეტრო ანასტაზი “იუვენტუსში” 1968-1976 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …