მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, რაც ნიშნავს, რომ ეს შეგვიძლია”

პიანიჩი: “ჩვენგან ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, რაც ნიშნავს, რომ ეს შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა იტალიური მედიას ინტერვიუ მისცა. ბოსნიელმა ფეხბურთელმა კარიერის საწყისი ნაბიჯები და ბავშვობის წლებიც გაიხსენა.

გარდა ამისა, მასიმილიანო ალეგრის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის თავის სამუშაოს შესანიშნავად ასრულებდა.

კარიერის დასაწყისი

ბოსნიაში დავიბადე, მაგრამ ძალიან ადრე წავედი ქვეყნიდან. ლუქსემბურგში გავიზარდე, პატარა ქვეყანაში, სადაც საომარი პრობლემები არ ყოფილა, როგორც ბოსნიაში იყო. ჩემი ოცნება იყო დიდი ფეხბურთის თამაში. ყოველთვის ასაკით უფროსებთან ვთამაშობდი, მერე კი ნელ-ნელა გუნდები იწყებდნენ ჩემზე დაკვირვებას, ჩემს ოჯახთან კონტაქტს. გზა გრძელი იყო, მაგრამ 9-10 წლის ასაკში გუნდები უკვე მაკვირდებოდნენ. პირველი ნამდვილი ნაბიჯი 13 წლისამ გადავდგი, როდესაც სახლი დავტოვე და ფრანგულ „მეცში“ გადავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი არჩევანი იყო, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში, მაგრამ სახლიდან წასვლა ადვილი არ ყოფილა. თუმცა, სახლიდან შორს არ ვიყავი, 50-60 კმ-ით და ჩემი ოჯახი ყოველი კვირის ბოლოს ჩამოდიოდა ჩემს სანახავად.

ბოსნიის ნაკრები

სპორტული თვალსაზრისით საფრანგეთი საუკეთესო არჩევანი იყო. 18 წლის ასაკში „მეცის“ მთავარ გუნდში ვთამაშობდი და „ლიონში“ გადავედი. შემდეგ რაიმონ დომენეკმა დამირეკა და საფრანგეთის ნაკრებში თამაში შემომთავაზა. მახსოვს, 13 წლის ვიყავი, ბოსნია-დანიას ეთამაშებოდა და ლუქსემბურგიდან ავტობუსით წავედი ამ თამაშის საყურებლად. წავაგეთ და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით, მაგრამ სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო და მე მინდოდა ამ სტადიონზე და ამ ნაკრებისთვის მეთამაშა. შესაბამისად, დომენეკს უარი ვუთხარი, რადგან ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელობა მინდოდა.

ტექნიკური თვალსაზრისი

ვიცი, რომ სწრაფი არ ვარ. ეს სხვა ფეხბურთელების და სხვა პოზიციების საქმეა. მესმის ეს, მაგრამ ვცდილობ ჩემს გუნდს დავეხმარო, უბრალოდ ვითამაშო. მიყვარს, როდესაც ბურთი მაქვს, ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს ძლიერ მხარეებზე. ვიმეორებ, არ ვარ სწრაფი და არ შემიძლია დუგლას კოშტასავით დრიბლინგის გაკეთება, ის ამ კუთხით ძალიან ძლიერია. მე ვიცი ჩემი თვისებები.

მასიმილიანო ალეგრი

24 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მართვა ადვილი არაა და მე ყოველთვის კომპლიმენტს ვიტყვი ჩვენს მწვრთნელზე, რადგან ის დიდებული იყო. მერე კი, ჩვენნაირი ფანტასტიკური გუნდისგან ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეგვიძლია. მწვრთნელისთვის ეს უფრო რთულია, მაგრამ ფუნდამენტურიც. ალეგრი კი თავს ყოველთვის კარგად ართმევდა. გამარჯვებას პირველ რიგში მისი წყალობით ვაღწევდით“, – თქვა პიანიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …