მთავარი / სიახლეები / ფლორენციული Curva Fiesole „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ახალ ომს იწყებს
ფლორენციული Curva Fiesole „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ახალ ომს იწყებს

ფლორენციული Curva Fiesole „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ახალ ომს იწყებს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ტიფოზების ყველაზე რადიკალური დაჯგუფება Curva Fiesole აღშფოთებულია ტოსკანური კლუბის გულშემატკივართა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის მოსისხლე კლუბში გაყიდვით და ეს ფაქტი შეურაცხმყოფელი ბანერით გააპროტესტა

გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა წუხელ ღამით ფლორენციის „არტემიო ფრანკის“ სტადიონის რიკულებზე ბანერი გამოფინა წარწერით, რომელიც სავარაუდოდ 23 წლის ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერს ეხება:

„ვიღაცას მოსწონს, რომ კიდევ ერთხელ გვაფურთხებენ სახეში. ბერნარდესკი კი ჩვეულებრივი ნეხვია“ – პრესის ვარაუდით წარწერა Curva Fiesole-ს ეკუთვნის. ბერნარდესკიმ თანხმობა განაცხადა, რომ კარიერა ტურინში გააგრძელოს, თუმცა კლუბებს ჯერ არ მოულაპარაკებიათ – ფლორენციელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 40 მილიონს და ხორვატ მარკო პიაცას ითხოვენ, თუმცა ტურინელებს პიაცა არ ეთმობათ და მზად არიან, თანხასთან ერთად სტეფანო სტურარო გაწირონ.

ფლორენციელი და ტურინელი გულშემატკივრის ურთიერთმტრობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს, როცა ზუსტად ასეთი გზა გაიარა ახალგაზრდა რობერტო ბაჯომ.

წყარო: სარბიელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …