მთავარი / სიახლეები / “ფეხებს მოგამტვრევ” – რა მოხდა რეალურად “იუვენტუსის” გასახდელში?
“ფეხებს მოგამტვრევ” – რა მოხდა რეალურად “იუვენტუსის” გასახდელში?

“ფეხებს მოგამტვრევ” – რა მოხდა რეალურად “იუვენტუსის” გასახდელში?

ტურინელთა რიგები ორმა ჩხუბისთავმა, დანი ალვეშმა და ლეონარდო ბონუჩიმ დატოვეს.

შესაძლოა დანი ალვეშის წასვლა უმნიშვნელო დანაკლისი იყოს, მაგრამ კერპად აღიარებული ლეონარდო ბონუჩის მოსისხლე მტრის ბანაკში გადასვლა ნამდვილად თავზარდამცემია.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესვენების დროს ტურინელთა გასახდელში სრული ქაოსი ტრიალებდა. თუმცა რეალური მიზეზი თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება უცნობი იყო. მდუმარება ბიანკონერის შემტევმა მარიო მანჯუკიჩმა დაარღვია, რომელმაც საკმაოდ სკანდალური განცხადება გაავრცელა.

“გასახდელში დატრიალებული ქაოსის შემოქმედები ალვეში და ბონუჩი არიან. მოხარული ვარ რომ ორივე მათგანმა კლუბი დატოვა. მათ შორის უთანხმოება მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. შეხედულებები, რომლებიც ფეხბურთთან არანაირ კავშირში არაა.”

“ალვეშს და ბონუჩის შორის ყოველთვის იყო უთანხმოება, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იგივე განმეორდა, მთელი გუნდი მორიგი შოუს მოლოდინში ვიყავით. გასახდელში შესვლისთანავე ვიცოდით, რომ დანი ალვეში მუსიკის მოსმენას დაიწყებდა.”

“ამჯერად ალვეში უფრო შორს წავიდა. გასახდელში შესვლისთანავე “სამბა დე ჟანეირო” ბოლო ხმაზე ჩართო და ცეკვა დაიწყო. მუსიკა საკმაოდ მაღალ ხმაზე იყო ჩართული და ისე ცეკვავდა, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. ვიფიქრე რომ გაგიჟდა და ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ ლეონარდომ ვერ მოითმინა. ბონუჩი ალვეშს მიუახლოვდა და დაემუქრა, იმ შემთვევაში თუ მუსიკას არ გამორთავდა ფეხებს მოამტვრევდა.”

“გაინტერესებთ რა უპასუხა ალვეშმა? დანიმ უთხრა რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე სამჯერ გაიმარჯვა, ბონუჩიმ კი ვერასდროს ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება. ყოველივე ამან ლეონარდო აღაშფოთა.”

“ზუსტად იმ დროს როდესაც, ბონუჩი ალვეშს ყელში სწვდა და დარტყმას აპირებდა, სიტუაციის განმუხტვა მასიმილიანო ალეგრიმ სცადა. მწვრთნელმა საკმაოდ ღირსეული განცხადება გააკეთა. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელმა თქვენგანმა დაიწყო ჩხუბი, კლუბს ორივე დატოვებთ.”ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მეორე ტაიმში…
წყარო: სარბიელი
გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ბუფონი: შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონტა ლიგის ფინალში შესვენებაზე განვიტარებულ მოვლენებზე ყვება „ჩვენ …