მთავარი / სიახლეები / ფედერიკო ბერნარდესკი

ფედერიკო ბერნარდესკი

თითქმის ყველა ავტორიტეტული იტალიური გამოცემა წერს რომ ტურინში გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერს იზამენ ფედერიკო ბერნარდესკის დასამატებლად.

მიუხედავად იმისა რომ “ფიორენტინას” და “იუვენტუსს” შორის არასდროს სუფევდა მეგობრული ურთიერთობა,  ახალგაზრდა იტალიელს კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება და თავადაც დიდად არის დაინტერესებული კარიერის იტალიის მოქმედ ჩემპიონში გაგრძელების.

როგორც Sportitalia იუწყება, “სინიორას” ოფიციოზმა უკვე შესთავაზა “იებს” 45 მილიონი, მაგრამ “ფიორე” ხუთით მეტს ითხოვს.

ახლა ნიჭიერი შემტევი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, თუმცა მის გარეშე მაინც შესაძლებელია რიგი საკითხების მოგვარება.

ამბობენ მისი კუმირები რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო არიანო.

სამწუხაროდ ლეგენდარული ათიანების შემდეგ, იტალიელებს აღარ მოურგიათ ეს მაისურა.

იქნებ ფედერიკო იყოს ის, ვისაც ასე ელის ტურინული (და არა მარტო) პუბლიკა!

23 წლის ვინგერს კარიერაში საკლუბო დონეზე 111 მატჩი აქვს ჩატარებული და 26 გოლი აქვს გატანილი, ახალგაზრდულ ნაკრებში 13 მატჩში 3 გოლი. მან ეროვნულ ნაკრებშიც მოახერხა 9 მატჩის ჩატარება და ერთი გოლიც შეაგდო.

 

შემთხვევითი სიახლე

მარჩელო ლიპი: “რონალდუს გაძევება სრული აბსურდი იყო”

„იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ მარჩელო ლიპიმ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მუშაობს, Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *