მთავარი / სიახლეები / პერინი გამოირიცხა, დანარჩენები – უცნობია

პერინი გამოირიცხა, დანარჩენები – უცნობია

ტურინის „იუვენტუსს“ საკადრო პრობლემები არ ელევა. ამჯერად გუნდს მატია პერინი გამოაკლდა, რომელსაც ზურგის ტრავმა აქვს.

მატია ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა და „სპალთან“ ითამაშა კიდეც, მაგრამ დაზიანება ისევ მიიღო. ჰოლანდიელებთან მისი თამაში გამორიცხულია.

ამავე თამაშში ტრავმა სამი ხედირამაც მიიღო, თუმცა, გერმანელის ბედი სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა. ისევე, როგორც ემრე ჯანის, ჯოჯორ კიელინისა და დუგლას კოშტას.

ემრე დიდი ალბათობით მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ხოლო კიელინისა და კოშტას საკითხი უფრო რთულადაა. დანიელე რუგანი კი სათამაშოდ მზადაა, რომელსაც „სპალთან“ თამაში ასევე გაუცდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …