მთავარი / სიახლეები / პაულო როსი: იუვე ლიგას მოიგებს და ამაში იგუაინი დაეხმარება

პაულო როსი: იუვე ლიგას მოიგებს და ამაში იგუაინი დაეხმარება

იტალიელ ლეგენდას პაულო როსის სჯერა რომ იუვენტუსი აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და ამაში დიდწვლის სწორედ არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი შეიტანს!

იუვემ თავიანთი ტიფოზერია განაცვიფრა როცა იგუაინის კონტრაქტი €90 მილიონად გამოისყიდა! ბებერი ქალბატონი 100 წელზე მეტისაა და მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია არასდროს განუხორციელებია! ეხლა კი მსგავსი ნაბიჯი ხელმძღვანელობამ კონკრეტული მიზნის მისახწევად გადადგა და ეს ჩემპიონთა ლიგაა!

ლა გაძეტა დელო სპორტთანს ინტერვიუში როსიმ ძალიან დიდი დრო დაუთმო არგენტინელ ფორვადზე საუბარს! არის თუ არა იგუაინი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ცენტრფორვარდი? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ის სამეულში აუცილებლად შედის! ის კლასიკური ცენტრ ფორვარდია რომელიც საჯარიმოს შიგნით უფრო სახიფათოა მაგრამ ამავდროულად იგუაინს შეუძლია საოცარი გადაცემების შესრულება, არის ტექნიკური და ფიზიკურად ძალიან ძლიერი! თუ მას გააქვვს გოლი იმ წამსვე იწყებს ფიქრს და გარჯას რათა გაიტანოს კიდე ერთხელ რადგან ის მუდმივად დაგეშილია გოლის გატანაზე და სწყურია გამარჯვებები და ამ კომპონენტით ჯდება იუვეს მენტალიტეტში! რთულია გონსალოს უპოვო ნაკლი! თან ის შესანიშნავად თამაშობს თავით და გასულ სეზონშიც 36 გოლი გაიტანა 35 თამაშში!

მარიო მანძუკიჩიც ძალიან ნიჭიერი ფორვარდია და ძალიან კარგი ცენტრი მაგრამ ის ისეთივე პროდუქტიული ვერ არის დამამთავრებელ ფაზაში როგორც გონსალო! ვფიქრობ ძალიან დიდი იარაღია ეს ორი თითქოს ერთნაირი მაგრამ მაინც განსხვავებული სტილის  ფორვარდი ალეგრის ხელში!

ვფიქრობ იგუაინი ისეთივე შედეგიანი ვერ იქნება იუვენტუსში როგორიც იყო ნაპოლიში რადგან გოლების განაწილება (გაზიარება) მოუწევს თანამემამულე დიბალასთან! თუმცა მინდა გითხრათ რომ დიდი სხვაობა არ იქნება ნაპოლიში გატანილ გოლებსა და იუვენტუსში გატანილ გოლებს შორის! ერთი კი ნათელი გახდება იგუაინი დიბალას დუეტი საუკეთესო დუეტი გახდება ბებერი ქალბატონის ისტორიაში!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *