მთავარი / სიახლეები / პაოლო როსი და რავანელი – კინი თუ მანჯუკიჩი?

პაოლო როსი და რავანელი – კინი თუ მანჯუკიჩი?

მოიზე კინი თუ მარიო მანჯუკიჩი? ვინ იქნება „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში „აიაქსთან“ სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში. Gazzetta Dello Sport-ი „იუვეს“ ყოფილ თავდამსხმელებს, ფაბრიციო რავანელისა და პაოლო როსის დაუკავშირდა.

სწორედ ამ კითხვაზე მოუწიათ ვეტერან ფეხბურთელებს პასუხის გაცემა:

ფაბრიციო რავანელი:

– როგორც ყოფილი თავდამსხმელი და მწვრთნელი, ვინ უნდა ითამაშოს ხვალ, მანჯუკიჩმა თუ კინმა?

– ეჭვი არ მეპარება, მანჯუკიჩს ვირჩევ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში.

– რონალდუსთანაც კარგადაა შეთამაშებული…

– რა თქმაუნდა, ეს მთავარი ფაქტორია, რომ მარიომ ითამაშოს. ხორვატს იდეალურად შეუძლია მეტოქის დცვაში კრიშტიანუსთვის ზონების გათავისუფლება.

– თუმცა, კინი შესანიშნავ ფორმაშია…

– ჩვენ ვსაუბრობთ ნიჭიერ ფეხბურთელზე, რომელსაც დიდი კარიერა ელოდება. მას მანჯუკიჩისგან განსხვავებით შეუძლია სკამიდან დაიწყოს და თამაშში ცვლილებაზე კარგად ჩაერთოს.

პაოლო როსი:

– ბერნარდესკი და რონალდუ გადაწყვეტილია. მესამე ვინ იქნება შეტევაში?

– მანჯუკიჩს საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია. ასეთ თამაშების ჩატარება განსხვავებულია.

– კინი, რომელიც 19 წლისაა, უკვე კონკურენციას უწევს ჩემპიონებს…

– საოცარი თვისებები აქვს. ჩემთვის მისი ასეთი თამაში მოულოდნელობა იყო.

– მეორე ტაიმში უნდა ითამაშოს?

– სწორედაც. როდესაც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში, „იუვეს“ ხარისხი ყოველთვის შეცვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …