მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: პატრიკ შიკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია.

ოფიციალურად: პატრიკ შიკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია.

მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა ჩეხი თავდამსხმელი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობს, ახალგაზრდული მონდომებით და ენერგიით, გუშინ მან გამონახა დრო, ეწვია ტურინში “იუვეს” სამედიცინო ცენტრს და შემოწმება გაიარა, ამის შემდეგ მან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის დეტალებიც ჯერ არ ხმაურდება, სავარაუდოდ ეს ყველაფერი მისი სანაკრებო “გაწვევის” დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ მანამდე ერთი ფაქტია, ბებერი ქალბატონის რიგებს კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ტალანტი შეემატა!

შეგახსენებთ პატრიკი მანამდე გენუის “სამპდორიის” რიგებში ასპარეზობდა და ამ პერიოდში 13 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

ტრანსფერში აქტიურად იყო ჩართული მისი თანამემამულე, ვეტერანი ლეგენდა, პაველ ნედვედი, როგორც ჩანს მისი ავტორიტეტი იმდენად დიდია რომ ყველა სხვა შემოთავაზება სხვა ევროპული გრანდებიდან უარყოფილ იქნა.

წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა ფორვარდს და ბევრი გოლის გატანა შავ–თეთრი მაისურით!

შემთხვევითი სიახლე

მარჩელო ლიპი: “რონალდუს გაძევება სრული აბსურდი იყო”

„იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ მარჩელო ლიპიმ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მუშაობს, Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *