მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: ბერნარდესკი „იუვენტუსელია“

ოფიციალურად: ბერნარდესკი „იუვენტუსელია“

ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დღეიდან ოფიციალურად გახდა – ფეხბურთელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ფლორენციის „ფიორენტინადან“ 40 მილიონ ევროდ გადაბარგებული 23 წლის შემტევი ტურინში 2022 წლამდე დარჩება. ბერნარდესკის წლიური ანაზღაურება სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება.

ფლორენციელების მოთხოვნით კონტრაქტში ერთი განსაკუთრებული პირობა ჩაიდო – ყოფილი კლუბი 40 მილიონის გარდა დამატებით კიდევ 10%-ს მიიღებს ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან, თუ „იუვენტუსი“ მას ამ 5 წლის განმავლობაში სადმე გაყიდის.
„ბიანკონერის“ მომავალმა 10-მა ნომერმა გუშინ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბს უკვე ამერიკის შეერთებლ შტატებში შეუერთდება – ხვალ ფეხბურთელი ბოსტონში გაფრინდება და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელსაც „იუვენტუსი“ „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: sarbieli.ge

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …