მთავარი / სიახლეები / ნეტოს წასვლა სურს

ნეტოს წასვლა სურს

თუ calciomeracto–ს დავუჯერებთ, დღეს მილანში ფაბიო პარატიჩს და ჯუზეპე მაროტას “იუვენტუსის” კარის კიპერი ნორბერტო ნეტო და მისი აგენტი შეხვდნენ.

როგორც ჩანს 27 წლის ბრაზილიელს აღარ სურს ჯიჯი ბუფონის თადარიგში ყოფნა და რადგან მის მიმართ რეალური ინტერესი გაჩნდა “ნაპოლისა” და “ვალენსიის” მხრიდან, სურს გუნდის დატოვება.

“იუვე” თავის მხრივ 10 მილიონ ევროს ითხოვს და მომავალში ამ თანხას “არსენალის” კარის დარაჯის ვოისეხ შესნის შესაძენად გამოიყენებს.

შეგახსენებთ რომ ნეტო 2015 წელს უფასოდ შეუერთდა ტურინის “იუვენტუსს” მას შემდეგ რაც იუარა “ფიორენტინასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება. განვლილი 2 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება მოასწრო.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …