მთავარი / სიახლეები / ნახევარი იტალია ბონუჩის სანაცვლოდ

ნახევარი იტალია ბონუჩის სანაცვლოდ

სენსაციურ ცნობას ავრცელებს „სპორტ მედიასეტი“ – „მილანს“ ლეონარდო ბონუჩის გადაბირება ამოუჭრია გულში და საამისოდ იტალიის ნაკრების ახალგაზრდა მცველებს შეელევა.

მილანელები მზად არიან მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ტურინელებს „სკუადრა აძურას“ მცველები ალესიო რომანიოლი და მატია დე შილიო დაუთმონ, აგრეთვე მსხვილი კომპენსაციაც გადაუხადონ.

თუ გამოცემას ვენდობით, თავად ბონუჩისთან, რომელმაც დეკემბერში  „ბებერ სინიორასთან“ 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, „როსონერის“ 7 მილიონიანი წლიური ანაზღაურება უკვე შეუთანხმებია.

მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსს“ დიდი ხანია სურს პერსპექტიული რომანიოლის თავის რიგებში გადაბირება, სავარაუდოდ ამ გარიგებაზე მტკიცე უარს განაცხადებენ.

წყარო: sarbieli.ge

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …