მთავარი / სიახლეები / „მშობლიური 6 ნომერი“ სპეციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის
„მშობლიური 6 ნომერი“ სპეციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის

„მშობლიური 6 ნომერი“ სპეციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის

ტურინის იუვენტუსის ქართული ფანკლუბი, მეგობარ კომპანიებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება.

3 ივნისს ფანკლუბი ტრადიციულად რესტორან „შემოიხედე საირმე“-ში(ყოფილი მირზაანი) შეიკრიბება, სადაც მოსულ სტუმრებს მრავალი სიურპრიზი დავხდებათ. ერთ-ერთი ამ სიურპრიზთაგანი, კომპანია „ტყლაპის მარანი“-ს, სპეციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ჩამოსხმული ბიო ღვინო, ციცქა ცოლიკოური იქნება. სიმბოლურად, თითო ბოთლი „მშობლიური 6 ნომერი“ ყველა მაგიდაზე საჩუქრად იქნება განთავსებული.

ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით ჩამოისხა. ეტიკეტის ბრენდირება კი კომპანია „პალიტრა არტმა“ მოახდინა.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *