მთავარი / სიახლეები / მორატას მოსალოდნელი წასვლის გამო მწვრთნელს აკრიტიკებენ
მორატას მოსალოდნელი წასვლის გამო მწვრთნელს აკრიტიკებენ

მორატას მოსალოდნელი წასვლის გამო მწვრთნელს აკრიტიკებენ

ესპანური გამოცემები წერენ, რომ ცოტა სათამაშო პრაქტიკის გამო ალეგრის ხელმძღვანელობის ქვეშ ალვარო მორატა ტურინში ბედნიერი არაა. შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტორი გახდეს მისი იტალიურ ფეხბურთთან გამომშვიდობების მიზეზი, რადგან მას სურს მეტი შანსი მიეცეს საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

მადრიდული ჟურნალის “AS”-ის მიხედვით ალვარო იმედგაცრუებული დარჩა მწვრთნელის გადაწყვეტილებით,სრული უპირატესობა მიენიჭებინა დიბალა მანჯუკიჩის დუეტისათვის. წყვილმა გაცილებით მეტი წუთი დაჰყო მოედანზე, მიუხედავად ალვაროს შთამბეჭდავი თამაშისა ჩემპიონთა ლიგაზე.

“მორატა იუვენტუსის გულშემატკივრებს ძალიან უყვართ” აცხადებს  “AS”-ი. “თუმცა, იგი ბედნიერი ვერ იქნება იტალიაში, რადგან მწვრთნელმა იგი სარეზერვო ფეხბურთელად აქცია”.

“დიაბალამ და მანგიუკიჩმა 3,079 და 2,677 წუთი ითამაშეს სეზონში, როდესაც ალვარომ 2,377 წუთი დაჰყო მოედანზე. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მან შესანიშნავად იასპარეზა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ და კოპა იტალიის თასის გათამაშებაზეც, მილანის წინააღმდეგ, გამარჯვების გოლი გაიტანა”.

წყარო: Gazzettaworld

 

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *