მთავარი / სიახლეები / მორატა? 75 მილიონი ევრო?
მორატა – „ბაიერნთან“ სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ

მორატა? 75 მილიონი ევრო?

მას შემდეგ რაც მადრიდის რეალმა გააქტიურა ალვარო მორატას კონტრაქტში ჩადებული უკან გამოსყიდვის პუნქტი, დაიწყო  მისთვის ახალი კლუბის ძებნა და სატრანსფერო ფასიც 75 მილიონი ევრო დაადო! შეგახსენებთ რომ ჯუზეპე მაროტა მზად იყო 55 მილიონი ევროს გადახდაზე თუმცა ბლანკოსისგან მტკიცე უარი მიიღო! იუვენტუსი უარს ამბობდა გამოსასყიდ 30 მილიონ ევროზე და მზად იყო დამატებით 25 მილიონი გადაეხადა თუმცა მადრიდში უფრო მეტის გამომუშავება სურთ ესპანელზე!

მორატას მიერ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულმა ასპარეზობამ სადაც მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა! ამ ფაქტმა ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა დააფიქრა 75 მილონის გადახდაზე და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება მორატა გახდება პირველი ესპანელი ფეხბურთელი რომელშიც ამ ოდენობის თანხაა გადახდილი! დღესდღეობით კი რეკორდცმენი ესპანელი რომელშიც სარეკორდო თანხა 58 მილიონი ევროა გადახდილი გახლავთ ფერნანდო ტორესი!

ორ წლიანი ტურინული თავგადასავლის პერიოდში ესპანელმა შემტევმა მრავალი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა შავ-თეთრი მაისურით! თვით მადრიდის რეალს გაუტანა 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და გამოთიშა გათამაშებიდან! ამასთან მან მოახერხა ზედიზედ 5 ჩემპიონთა ლიგის მატჩში გატანა რითაც გაიმეორა ლეგენდარული ალექს დელპიეროს შედეგი ასევე იუვენტუსის მაისურით ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული და ამდენჯერვე მოიპოვა იტალიის თასი! და სწორედ მორატა იყო ის ფეხბურთელი ვინც დამატებით დროში გაუტანა გამარჯვების გოლი მილანის მილანს იტალიის თასის ფინალში!  მადლობა ალვარო და ნახვამდის!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *