მთავარი / სიახლეები / მონატრებული მარკიზიო
მონატრებული მარკიზიო

მონატრებული მარკიზიო

“მარკიზიოს ტრავმამ კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის იუვენტუსისა და იტალიისთვის” – წერს ჯერემი ლი.

იქედან გამომდინარე რომ მას დიდი წვლილი შეაქვს თითოეულ თამაშში, მარკიზიოს არყოფნა უკვე საგრძნობლად დაეტყო გუნდს. იტალიელმა ნახევარმცველმა მთლიანად გამოტოვა ევრო 2016 და იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონის დასაწყისი. მაშინაც კი როდესაც გასულ კვირას ჟურნალისტებმა მარკიზიოსგან ინტერვიუ აიღეს, მიკროფონთან ფეხბურთელის მაგივრად მისი მამა იჯდა.

დიდი ხანია ფეხბურთელი აღარ მოხვედრილა პრესის ფურცლების წინა გვერდზე. ამ ზაფხულის მთავარი და აქტუალური თემები იყო გონსალო იგუაინის შეძენა 90 მილიონ ევროდ და პოლ პოგბას გადასვლა მანჩესტერში 105 მილიონ ევროდ. მიუხედავად ამ ცვლილებებისა ზუსტად მარკიზიოა ის პიროვნება რომელიც ასე ძალიან ენატრება გულშემატკივარს. გოლები და დიდება არ ახდენს ზეგავლენას ნახევარმცველის დამაჯერებლურ თამაშზე. ის ყოველთვის იცავს ბალანს და ამ ბალანსის გამო მარკიზიოს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ.

ისეთ გუნდში სადაც იყო პირლო, პოგბა და ამჟამად პიანიჩი რთულია იყო გამორჩეული, მარკიზიო ძალიან იშვიათად იძლევა ინტერვიუებს, იშვიათად ჩნდება რეკლამებსა და პრესის ფურცლებზე, ის არ არის კლასიკური გაგებით ვარსკვლავი. სამწუხაროდ, მთელი სეზონის განმავლობაში ნახევარმცველს მხოლოდ გულშემატკივრის როლი ერგო.

“როდესაც იუვენტუსი აგებს სიბრაზე მის მიმართ ორმაგდება, როგორც ფეხბურთელის მიმართ და როგორც გულშემატკივრის მიმართ ” – განაცხადა ანტონიო მარკიზიომ.

მარკიზიომ იცის რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე, მისი სჯერა მწვრთნელსაც, თანაგუნდელებსაც და გულშემატკივრებსაც. ნიჭი, დაზღვევა, წინასწარ გათვლა, სწორი პოზიციის შერჩევა არის მისი ძლიერი მხარეები. კარიერის დასაწყისში მარკიზიოს თამაში გულშემატკივარს უკმაყოფილოს ტოვებდა. მაგრამ თანდათან მათი დამოკიდებულება ფეხბურთელის მიმართ შეიცვალა. მარკიზიო არ არის გუნდის წამვანი ფეხბურთელი მაგრამ მისი მინდორზე ყოფნა გუნდს ყოველთვის ეტყობა. მარკიზიო განსხვავდება 30 წლის ათლეტი ასამოასგან და მირალემ პიანიჩისგან მაგრამ მიუხედავად ამისა გულშემატკივრები ყოველთვის ამჩნევენ და აღნიშნავენ მარკიზიოს არ ყოფნას.

გუნდისთვის მარკიზიოს მნიშვნელობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, მაგრამ ის ფაქტი რომ მისი დაბრუნება საჭირო და მნიშვნელოვანია აშკარაა. კლუბის წევრები მშვიდად და თანმიმდევრულად გააკეთებენ თავიანთ საქმეს თუკი ეცოდინებათ რომ კლაუდიო მათ გვერდით არის. მარკიზიო არ არის ფეხბურთელი რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა მაგრამ ის ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა. მარკიზიო არ ფიქრობს იმაზე თუ რას ისაუბრებენ პრესაში მასზე, მონათლავენ თუ არა როგორც ვარსკვლავს, ის ფიქრობს მხოლოდ მოგებაზე და მოგების გზებზე.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *