მთავარი / სიახლეები / მატიჩი და ბერნარდესკი მასიმილიანო ალეგრის შეუთანხმდნენ
მატიჩი და ბერნარდესკი მასიმილიანო ალეგრის შეუთანხმდნენ

მატიჩი და ბერნარდესკი მასიმილიანო ალეგრის შეუთანხმდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერი უახლოეს დღეებში ორ ტრანსფერს განახორციელებს.

არისტოკრატთა ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” და “არსენალს” სურთ, თუმცა სერბი ნახევარმცველი შესაძლოა “იუვენტუსში” ვიხილოთ.

ბრიტანული მედია საშუალებების მტკიცებით, “იუვენტუსში” გადასვლის თაობაზე, 28 წლის ნახევარმცველმა უკვე განუცხადა თანხმობა მასიმილიანო ალეგრის. არისტოკრატები მის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ჰავბეკი კლუბის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას აპირებს, რათა სატრანსფერო ღირებულება შეამციროს.

ამასთანავე, ბიანკონერიმ პრაქტიკულად მოაგვარა ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერი, რომელიც უახლოეს დღეებში “იუვენტუსის” მაისურს მოირგებს.

წყარო: სარბიელი

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …