მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრი: საჭირო დროს საჭირო ადგილას
მასიმილიანო ალეგრი: საჭირო დროს საჭირო ადგილას

მასიმილიანო ალეგრი: საჭირო დროს საჭირო ადგილას

მასიმილიანო ალეგრიმ, მადრიდის რეალთან მოახლოებულ მატჩზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ 1985 წლის 29 მაისი, როდესაც სპორტული საღამო ტრაგედიად გადაიქცა. გავიხსენოთ ეს ადამიანები და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ.

კარდიფი? მატჩისთვის მღელვარების გარეშე უნდა მოვემზადოთ. ჩვენ არ ვართ ფავორიტები, თუნდაც იმიტომ, რომ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ბოლო სამ სეზონში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის, რომ შევძლებთ ამას! მაგრამ ამ მატჩში ფავორიტი სწორედ რომ რეალია.

BBC? მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს ბუფონი, ბენატიაც. ეს დიდებული ფინალი იქნება. გუნდში ფანტასტიური ფეხბურთელები მყავს, რომლებიც ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ – გამარჯვების სურვილი. ეს ადვილი არ იქნება.

მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განვიხილოთ. ფიზიკურად და მორალურად იდეალურად ვართ მომზადებული. ჩვენ ვიცით როდის უნდა ავამოქმედოთ გადამრთველი. არ შეიძლება ის მუდამ ჩართული იყოს, ის მხოლოდ საჭირო მომენტში უნდა გამოვიყენოთ. მთავარი კი ისაა, რომ შაბათ საღამოს გადამრთველი ჩართული იქნება. ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ, ხელმძღვანელობაც და ფეხბურთელებიც, მათ შორის მეც.

საჭიროა პანიკის გარეშე მოქმედება, ამას დიდი ენერგია სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ერთი ამოცანა გვაქვს – მოვიგოთ ტიტული. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, ამიტომ მოგვიწევს იმის კეთება რასაც ბოლო წლებია ვაკეთებთ. ნეგატივს ნეგატივი მოაქვს, პოზიტივს პოზიტივი. როდესაც გუნდში მოვედი, ჩემს მიმართ უნდობლობას ვგრძნობდი. ჩვენ არ წაგვიგია ექვსი ფინალი, ჩვენ ვმონაწილეობდით რვა ფინალში, ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს. იუვენტუსი საჭირო დროს საჭირო ადგილას არის. ნებისმიერი დაძაბულობა კომფორტს მიკარგავს.

მადრიდის რეალი? გარდა ძირითადი შემადგენლობისა, მათ ბრწყინვალე სათადარიგოთა სკამი აქვთ… ასენსიო, მორატა და სხვები. კაზემიროს გუნდში ბალანსი შეაქვს. რასაკვირველია, როდესაც ისკო ან ბეილი შემოდის მოედანზე, თამაშში რაღაც იცვლება. ისინი ძალიან გაიზარდნენ სეზონის მეორე ნახევარში, რასაც ვულოცავ ზიდენიდ ზიდანს.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *