მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრი: “პერინი ითამაშებს, კიელინი – არა”
მასიმილიანო ალეგრი: "პერინი ითამაშებს, კიელინი - არა"

მასიმილიანო ალეგრი: “პერინი ითამაშებს, კიელინი – არა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბოლონიასთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია ჩაატარა. ალეგრიმ უკვე დაასახელა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშებენ.

მაგალითად, დებიუტი ექნება მატია პერინს, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრაში „იუვეს“ მაისური ჯერ კიდევ არ მოურგია.

მასიმილიანო ალეგრი:

„სეზონის განმავლობაში განსხვავებული მატჩებია, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ წარიმართება თამაში. ფროზინონეში მეტოქე ჩაიკეტა და დრო გაჰყავდა, მაგრამ ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ.

ხვალ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც „რომასთან“ შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და მაშინაც, როდესაც მარცხდებოდა, კარგ ფეხბურთს აჩვენებდა. ინძაგი ძალიან ყოჩაღია და მისი შეგირდები კონცენტრაციით თამაშობენ“.

ვინ ითამაშებს?

„ხვალ რონალდუ ითამაშებს, რადგან შემდეგ სამშაბათს „იანგ ბოიზთან“ არ იქნება და სჭირდება თამაში, რომ გოლები გაიტანოს. მასთან ერთად შეტევაშიპაულო დიბალა გაირჯება, რომელმაც „ფროზინონესთან“ კარგად ითამაშა და მხოლოდ გოლი დააკლდა. თუმცა, ასევე განვიხილავ მოის კინის ვარიანტს.

კარში მატია პერინი იქნება, ხოლო დაცვაში კიელინი დაისვენებს. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ფლანგებთან დაკავშირებით, სადაც თუ ალექს სანდრო დაისვენებს, მარცხნივ ჟოაუ კანსელუ ითამაშებს, ხოლო მარჯვნივ კუადრადო. ბერნარდესკი? ძალიან კარგად ითამაშა ვალენსიაში და ფროზინონეში. ძალიან გაიზარდა მენტალურად, ფიზიკურად და ტექნიკურად. ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. ფედერიკო „იუვესთვის“ და იტალიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ნახევარდაცვაში დიდი შანსია, რომ ბენტანკურმა ითამაშოს. მასთან ერთად მოედანზე მატუიდი იქნება, ხოლო ემრე ჯანსა და პიანიჩს შორის ერთ-ერთი გავა მინდორზე“.

სპინაცოლა და ბარძალი

„სპინაცოლამ ბურთთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს. ბარძალი კი უკვე კარგადაა და თამაში პირველი წუთიდან შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …