მთავარი / სიახლეები / მაროტა მუშაობას აგრძელებს

მაროტა მუშაობას აგრძელებს

მას შემდეგ რაც სატრანსფერო ბაზარზე ჯუზეპე მაროტამ და კომპანიამ დანი ალვეშის, ფედერიკო მატიელოს და პაოლო დე ჩელიეს გაშვება მოახერხეს, ახლა ჯერი გუნდის შემადგენლობის შევსებაზეც დადგა.

მისი სახელია ამბრა ანჯოლინი, მართალია ის 40 წლისაა, არც ფეხბურთელია და საერთოდაც ქალია, მაგრამ რა მოხდა მერე?! სამაგიეროდ ის მაქსიმილიანო ალეგრის ახალი შეყვარებულის პოსტზე იმუშავებს.

ჯერ–ჯერობით უცნობია დეტალები თუ რა პოზიციაში აპირებს შეშლილი მაქსი მის გამოყენებას და როდემდე აქვს კონტრაქტს ვადა, მაგრამ მაქსი საკმაოდ ბედნიერი ჩანს.

ტურინში ვრცელდება ხმები რომ ამ ამბის მოგვარების შემდეგ ახლა მაროტამ გადაწყვიტა პაოლო დიბალას ძაღლი უყიდოს. ის უახლოეს დღეებში ეწვევა ჩინეთს და თუკი ჩიხუახუას სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ პეკინიდან პირდაპირ ლონდონში გაფრინდება სადაც უკვე ჰყავს შეგულებული ინგლისური კოკერსპანიელის ლეკვი.

წარმატებები იუვეს!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *