მთავარი / სიახლეები / მარკო პიაცა იუვენტუსს უახლოვდება
მარკო პიაცა იუვენტუსს უახლოვდება

მარკო პიაცა იუვენტუსს უახლოვდება

ზაგრების “დინამოსა” და ხორვატიის ნაკრების შემტევის მარკო პიაცას შესახებ მედიაში ყოველდღე ვრცელდება ხმები, რომ გუნდს გამოიცვლის. როგორც მისმა აგენტმა მარკო ნალეტელიჩმა განაცხადა, მომავალ კვირაში მისი კლიენტი დიდი ალბათობით ტურინის “იუვენტუსის” წევრი გახდება.

“ველოდები, რომ ყველაფერი მომავალ კვირაში დასრულდება. აქამდე კონტრაქტი რომ არ გაფორმებულა, მხარეებს შორის შეთანხმების ვერ მიღწევის ბრალია, თუმცა ვფიქრობ, “დინამო” “იუვენტუსის” შემოთავაზებას დასთანხმდება.

მარკომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მას სურს, რომ “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდეს. ვიმეორებ, კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებაა მისაღწევი და ვიმედოვნებ, მომდევნო კვირაში ტრანსფერი გაოფიციალურდება”, – განაცხადა ნიჭიერი ხორვატი შემტევის აგენტმა მარკო ნალეტელიჩმა.

შეგახსენებთ, პიაცა “დინამოს” ლიდერია, სადაც იგი 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხორვატიის ჩემპიონი კი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე იყოს, შესაბამისად პიაცას დარი ფეხბურთელის გაშვებით გუნდი ერთ-ორად უნდა დასუსტდეს. პიაცამ აწ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა.

წყარო: მსოფლიო სპორტი | ავტორი: გიორგი მელქაძე

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *