მთავარი / სიახლეები / მარკიზიოს მამა: “კლაუდიომ 2017 წელს “მილანს” უარი უთხრა”

მარკიზიოს მამა: “კლაუდიომ 2017 წელს “მილანს” უარი უთხრა”

კლაუდიო მარკიზიოს მამამ და ამავდროულად აგენტმა, სტეფანომ განაცხადა, რომ მისი შვილის მიზანი კარიერის „იუვენტუსში“ დასრულება იყო. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ახლა მარკიზიო ბედნიერია რუსული ყოფით.

ამასთან, სტეფანო მარკიზიოს განცხადებით, 2017 წელს „პრინცმა“ „მილანში“ ორმაგი ხელფასის სანაცვლოდ გადასვლაზე უარი განაცხადა:

ეს კი, Tuttosport-ის ინტერვიუ მარკიზიოს მამასთან:

– მოგვიყევით თქვენი ემოციების შესახებ ახალ ქალაქზე…

– აქამდე სანქტ-პეტერბურგში არასდროს ვყოფილვარ და აღმოვაჩინე დიდებული ქალაქი. ცოტა ვენეცია, ცოტა პარიზი, უბრალოდ გაცილებით ცივი. ძალიან სუფთა და თანამედროვე ქალაქი, ულამაზესი. მაგრამ, განსაკუთრებით კმაყოფილი კლაუდიოს გამო ვარ, რომელიც ბედნიერია ახალი თავგადასავლით. „ზენიტის“ გულშემატკივრები თბილად შეხვდნენ. მხარდაჭერა ჩემი შვილისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ეს ფეხბურთის ლამაზი ნაწილია.

– პირობებით კმაყოფილნი ხართ?

– არაფერს ვნანობთ. სამი წლის წინ შეეძლო კლაუდიოს წასვლა და გაცილებით მეტი თანხის გამომუშავება. 2017 წელს კი, „მილანს“ უარი უთხრა, რომელიც გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობდა, მაგრამ კლაუდიოს მიზანი კარიერის „იუვენტუსში“ დასრულება იყო. გუნდში, რომელიც უყვარს. თუმცა, ფეხბურთში რაღაცები იცვლება. მესმის გუნდის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რომელთაც აქცენტი გაახალგაზრდავებაზე გააკეთეს. „იუვენტუსში“ ის ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, მაგრამ ეს გვერდი დავხურეთ. ახალი ცხოვრებით ბედნიერია. „ზენიტი“ ამბიციური გუნდია, თანამედროვე სტადიონი აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. კარგი იქნება თუ ზედიზედ მერვე სკუდეტოს რუსეთში მოიგებს.

– ჩემპიონთა ლიგა…

– მე და ჩემი შვილი „იუვენტუსის“ მთავარი გულშემატკივრები ვართ. მიუხედავად მომხდარისა, ჩვენი საფეხბურთო სიყვარული არ გამქრალა და იმედია, როგორც 1996 წელს იყო, ახლა ვიზეიმებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულშემატკივრის რანგში. კლაუდიომ „იუვენტუსში“ ბევრი მეგობარი დატოვა და კომუნიკაცია ძველ გვარდიასთან ხშირად აქვს. განსაკუთრებით, ანდრეა ბარძალისთან.

– გახსოვთ 17 აგვისტო, რა გახსოვთ პირველი?

– მახსოვს, რომ კლაუდიომ ტელეფონზე დამირეკა და სიტუაციის შესახებ მომახსენა. შვებულებაში ვალე დ’აოსტაში ვიმყოფებოდი.

– რამდენიმე თვის წარმოიდგენდით, რომ „იუვენტუსს“ მაროტა დატოვებდა?

– არა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. მაროტა შესაძლოა იდეალური კანდიდატი იყოს იტალიური ფეხბურთის ასაღორძინებლად.

– როგორც აგენტ-მამას, ნოსტალგია გეუფლებათ, როდესაც კლაუდიოს ლურჯ მაისურში ხედავთ?

– გავიხსენებ იმ წლებს, როდესაც კლაუდიო „ემპოლიში“ თამაშობდა. ბევრს მუშაობს, რომ იტალიის ნაკრებში ისევ გამოიძახონ, მაგრამ ეს რთული იქნება. მთავარი ისაა, რომ მარკიზიო უკვე თამაშობს და 5 მატჩში 1 გოლიც გაიტანა. თუ „იუვეში“ დარჩებოდა, იგივე რაოდენობის თამაშებს ჩაატარებდა, მაგრამ ალბათ 1 წლის განმავლობაში.

– ფანებს იმედი აქვთ, რომ მომავალ სეზონში „იუვენტუსისა“ და „ზენიტის“ გზები გადაიკვეთება. აპირებთ თუ არა დაგეგმოთ ფანებთან გამომშვიდობება, როგორც ეს ადრე ტრეზეგეს შემთხვევაში იყო?

– მინდა, ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხდეს. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ ექნება შესაძლებელობა „იუვენტუსის“ ფანებს გაესაუბროს.

შეგახსენებთ, რომ მარკიზიომ “იუვენტუსში” 25 წელი გაატარა და კლუბმა მიმდინარე წლის 17 აგვისტოს კონტრაქტი გაუწყვიტა. რის შემდგომაც ფანების საყვარელი ფეხბურთელი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადაბარგდა.

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

ანდრეა ანიელი: რონალდუ სუპერგმირია

იუვენტუსის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუს სუპერგმირი უწოდა. “ჩვენ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. გარდა ამისა კრიშტიანუ …