მთავარი / სიახლეები / მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ახლოსა იუვენტუსის ვარსკვლავთან

მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ახლოსა იუვენტუსის ვარსკვლავთან

პოლ პოგბას დაუსრულებელი სატრანსფერო საგა როგორც ჩანს დასასრულს მიუახლოვდა! ბრიტანული მედია იუწყება რომ ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება!

იუვენტუსის ვარსკვლავის პოლ პოგბას აგენტი როგორც ჩანს შეუძლებელს აკეთებს რათა განახორციელოს ისეთი ტრანსფერი რომელიც საკუთარი მაშტაბურობით მსოფლიო რეკორდს დაამყარებს! რაიოლა ჩავიდა ჯერ მანჩესტერში, შემდეგ მაიამიში სადაც თავისი კლიენტი შვებულებას ატარებს! და ბოლოს ბებე მაროტასაც შეხვდა თუმცა როგორც ჟურნალისტები იუწყებიან შეხვედრა ძალიან ხანმოკლე იყო და რაიოლამ ძალიან უხასიათოდ დატოვა შეხვედრა. თუმცა საუბრის შინაარში ჯერ არ გავრცელებულა!

დროში გაწელილმა ტრანსფერმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგი ამბობდა რომ პოგბას ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა და ის აუცილებლად დარჩება ბებერ ქალბატონთან ერთად ევრო სარბიელზე საბრძოლველად! ზოგიც კი გაიძახოდა რომ იუვენტუსის მიერ სარეკორდო ინვესტიცია გონსალო იგუაინში ავტომატურად ნიშნავდა ფრანგის წითელ ეშმაკებში დაბრუნებას! თუმცა მიზეზი მხოლოდ ერთი იყო და ეს გახლდათ სატრანსფერო ფასი! მანჩესტერელებმა €110 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს და ტურინელები €120 ითხოვდნენ!

კულუარული ინფორმაციით მაროტა რაიოლას შეხვედრაში ტელეფონით ჩაერთო მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე პრეზიდენდი ედ ვუდვორდიც რომელმაც მაროტას ამცნო რომ მზად იყვნენ შეთავაზება €120 მილიონამდე გაეზარდათ! თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია თავად რაიოლას წილის ბედი რომელიც €20 მილიონს შეადგენს! ალბათ მხოლოდ ეს საკითხია გადასაწყვეტი და მეტი არაფერი უდგას ფრანგის წითელ ეშმაკებში დაბრუნებას!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *