მთავარი / სიახლეები / ლუჩანონემ ყველაფერი იცის
ლუჩანონემ ყველაფერი იცის

ლუჩანონემ ყველაფერი იცის

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური მენეჯერი ლუჩანო მოჯი, რომელიც საფეხბურთო საქმიანობას სასამართლომ ჩამოაცილა აცხადებს, რომ „ლაციოს“ თავდამსხმელი კეიტა ბალდე უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელია.

„კეიტამ უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი და რა თქმა უნდა, გარიგება დასრულებულია“ – აცხადებს ლუჩანონე.

„მოჯიღა გვაკლდა! ნუ იგონებთ რაღაცეებს“ – დაწერა თავის ტვიტერზე 22 წლის სენეგალელის აგენტმა რობერტო კალიენდამ.

ლუცანო მოჯი ფეხბურთს 2006 წელს ე.წ. „კალჩოპოლის“ მერე ჩამოაცილეს. 2011 წელს მას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც ჯერ ვადაში შეუმცირეს და ცოტა ხნის წინ მისი საბოლოო ანულირება მოახდინეს, თუმცა ლეგენდარულ და ოდიოზურ ლუჩანონეს იტალიურ ფეხბურთში დაბრუნების უფლებას მაინც აღარ აძლევენ.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …