მთავარი / სიახლეები / ლიპი: “იუვეს” მძიმე დროება უდგას!
ლიპი: "იუვეს" მძიმე დროება უდგას!

ლიპი: “იუვეს” მძიმე დროება უდგას!

გენიალური და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მწრთვნელი ფეხბურთის ისტორიაში, მარჩელო ლიპი აცხადებს რომ “იუვენტუსს” მძიმე პერიოდი აქვს, რისი მთავარი მიზეზიც კი გუნდიდან ისეთი საკვანძო ფიგურების წასვლაა როგორებიც იყვნენ პოლ პოგბა, არტურო ვიდალი და ანდრეა პირლო.

“ვერ გეტყვით რატომ უჭირს “იუვეს” ასე ქულების აკრეფა. ვარსკვლავების გუნდში მოყვანა არ ნიშნავს იმას რომ ისინი მალე გაივლიან ადაპტაციას, გუნდში ძირეული ცვლილებები მოხდა და მვრთვნელს სიტუაციის დასალაგებლად დიდი მუშაობის გაწევა მოუწევს. პიანიჩი და იგუაინი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი პირველ რიგში გუნდს უნდა შეეწყონ. 2 წლის წინ გუნდს ჰყავდა პოგბა, პირლო და ვიდალი ახლა კი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად მათ ლემინა და სტურარო დარჩათ.” აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ რომ მარჩელო ლიპის ნამდვილად გამორჩეული სამწრთვნელო კარიერა ჰქონდა, სხვადასხვა დროს ის წრთვნიდა იუვენტუსს, ნაპოლის, ინტერს, ატლანტას, სამპდორიას და სხვა მრავალ გუნდს. 2004 წელს, დონ მარჩელოს იტალიის ნაკრები ჩააბარეს, ორ წელიწადში კი გერმანიის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებიც მოუტანა საკუთარ ქვეყანას.

ყველაზე მეტი ტიტული კი მას “ზებრებთან” ერთად აქვს მოგებული:

სხვადასხვა დროს მან “იუვენტუსთან” ერთად ხუთჯერ მოახერხა სერია A –ს მოგება, 4 ჯერ სუპერთასის, ერთხელ იტალიის თასის, 1995–96 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება კი მაშინ უკანასკნელად მოიგო “ბებერმა ქალბატონმა” და მას შემდეგ 20 წელია ველოდებით ამ სასურველ ტიტულს.

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *