მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ “იუვეში” ხამესს ეპატიჟება

კრიშტიანუ “იუვეში” ხამესს ეპატიჟება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსმხელ კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ხამეს როდრიგესის ხილვა სურს. Bild-ის ცნობით, პორტუგალიელი კოლუმბიელ ფეხბურთელს თავად ესაუბრა და ტურინში გადაბარგება შესთვაზა.

აღსანიშნავია, რომ ხამესსს „ბაიერნთან“ იჯარა უსრულდება და გერმანელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ. შესაბამისად, მადრიდის „რეალს“ დაუბრუნდება, რომლის საკუთრებაშიც იმყოფება. თუმცა, ფეხბურთელის შენარჩუნებას არც მადრიდში გეგმავენ.

ხამეს როდრიგესის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელთანაც „იუვენტუსის“ ბოსებს ბოლო დროს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. სამხრეთ ამერიკელისთვის ბრძოლაში „იუვეს“ მთავარი კონკურენტი „ნაპოლი“ იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …