მთავარი / ევრო 2016 / კონტე დილემის წინაშე დადგა
კონტე დილემის წინაშე დადგა

კონტე დილემის წინაშე დადგა

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ იტალიის ნაკრებს საკადრო პრობლემები მოეძალა.

როგორც იტალიური მედია წერს, გერმანისთან მატჩის წინ “სკუადრა აძურას” განსაკუთრებული პრობლემები ნახევარდაცვაში აქვს, რადგან ანტონიო კანდრევა, რომელმაც ესპანეთთან თამაში უკვე გამოტოვა, გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

გარდა ამისა, “ფურიე როხასთან” შეხვედრაში ფეხი დანიელე დე როსიმაც დაიზიანა და მისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წესით, დე როსი ტიაგო მოტას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ბრაზილიური წამორშობის საყრდენი “ბუნდესნაკრებთან” ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს. მოკლედ, ამ მხრივ ანტონიო კონტეს საფიქრალი არ აკლია.

წყარო: მსოფლიო სპორტი | ავტორი: გიორგი მელქაძე

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *