მთავარი / ევრო 2016 / კლაუდიო რანიერი: იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი
კლაუდიო რანიერი: იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი

კლაუდიო რანიერი: იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი

ინგლისის ჩემპიონ ლესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გაძეტა დელო სპორტთან საუბრისას, თავისი სამშობლოს, იტალიის ეროვნული ნაკრების ასპარეზობას შეეხო ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე. მისი თქმით, “სკუადრა აძურა” უბრალოდ ბრწყინვალეა.

“იტალიის ნაკრები შესანიშნავ ევროპის ჩემპიონატს ატარებს. უძლიერესი მწვრთნელი და ძალიან შეკრული გუნდი – ბიჭებს მინდა კომპლიმენტი ვუთხრა”, – თქვა რანიერიმ.

ამასთან, ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის გამარჯვებული, ინგლისის ნაკრების გამოსვლასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა:

“ინგლისური ფეხბურთი კრიზისში არაა, მაგრამ ეროვნული ნაკრები 50 წელია ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ვერ ახერხებს. მათი გამოსვლა არ გამკვირვებია, ყოველთვის ასე ხდება”, – დასძინა რანიერიმ.

წყარო: მსოფლიო სპორტი | ავტორი: გიორგი მელქაძე

შემთხვევითი სიახლე

ანდრეა ბარძალი: ლეო, სიმართლე მხოლოდ ჩვენ ვიცით

ბუფონი: შესვენებაზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონტა ლიგის ფინალში შესვენებაზე განვიტარებულ მოვლენებზე ყვება „ჩვენ …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *