მთავარი / სიახლეები / ხუთი მახე მადრიდის რეალისთვის
ხუთი მახე მადრიდის რეალისთვის

ხუთი მახე მადრიდის რეალისთვის

ცრურწმენები ჩემპიონთა ლიგის ფინალთან რა მოსატანია, მაგრამ საქმე იმაშია რომ, არსებობს შემთხვევითობები, რომლებიც ნამდვილად არ არის მადრიდის რეალის მხარეს. დაწყებული ისტორიით, დამთავრებული ფორმით – გთავაზობთ ხუთ მახეს, რომელშიც შეიძლება გაებან ზინედინ ზიდანის შეგირდები.

მახე #1 – დუბლი
ჩემპიონთა ლიგის ისტორიის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე გუნდს ზედიზედ ორჯერ მოეგოს თასი. მხოლოდ სამი გუნდი იყო ახლოს ამ მიზანთან: 1993/1994 წლების სეზონში, მილანმა ბარსელონა დაამარცხა. მომდევნო წელს კი ფინალი ამსტერდამის აიაქსთან დათმო. მომდევნო სეზონში აიაქსს შეეძლო ზედიზედ მეორედ მოეგო თასი, თუმცა იუვენტუსთან დამარცხდა. თავის მხრივ, იუვენტუსს იგივე დაემართა დორტმუნდის ბორუსიასთან გამართულ ფინალში. 11 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის თასი მანჩესტერ იუნაიტედმა აღმართა. ერთი წლის შემდეგ კი რომში ბარსელონასთან დამარცხდა.

მახე #2 – ექს ფეხბურთელები
კარდიფში, ზინედინ ზიდანის გუნდის მთავარი საფრთხე, ექს მადრიდელი ფეხბურთელები: გონსალო იგუაინი და სემი ხედირა იქნებიან. ცრურწმენების მიხედვით ზუსტად ეს ფეხბურთელეგი გაუტანენ გოლს რელს. მაგალითისთვის გავიხსენოთ ალვარო მორატა 2014/2015 წლების სეზონში, რომლის ორი გატანილი გოლის წყალობით, იუვემ ნახევარფინალიდან სწორედ რეალი გამოთიშა. თუმცა მორატამდე იყო კიდევ ერთი ესპანელი. საუბარია ფერნანდო მორიენტესზე, რომელიც 2003/2004 წლებში, არენდით მონაკოში თამაშობდა. ¼ ფინალში, ფერნანდომ ასევე ორი გოლი გაუტანა რეალს და სამეფო კლუბი ნახევარფინალის მიღმა დატოვა.

მახე #3 – კენტი წელი
მადრიდის რეალს არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგა კენტ წლებში. ტურნირის სახელწოდების ცვლილების შემდეგ, სამეფო კლუბმა 5 ჩემპიონობა იზეიმა – 1998, 2000, 2002, 2014 და 2016 წლებში.

მახე #4 – იტალიელები
როგორც ისტორია გვამცნობს – გამარჯვებული იუვენტუსი იქნება. საქმე იმაშია რომ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად იტალიური კლუბები იგებენ. 2009/2010 წლებში ინტერი, 2002/2003 წლების სეზონში მილანი, ხოლო 1995/1996 წლებში იუვენტუსი.

მახე #5 – ფორმა
ბოლო მახე იასამნისფერი ფორმაა, რომლითაც მადრიდელები კარდიფში შეიმოსებიან. ნომინალური სტუმრის სტატუსის გამო, ზიდანის შეგირდები მეორე სპორტული კომპლექტით გამოვლენ მოედანზე. აღსანიშნავია რომ, წლედანდელ სეზონში, პრიმერა დივიზიონში განცდილი 5 მარცხიდან ორი სწორედ იასამნისფერი ფორმით მოთამაშე რეალმა განიცადა.

შემთხვევითი სიახლე

ბეპე მაროტა: “იუვეში” სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა მენეჯერმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს – აპულო დიბალასა …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *