მთავარი / სიახლეები / ხუთი დღე კარდიფამდე
ხუთი დღე კარდიფამდე

ხუთი დღე კარდიფამდე

ხუთ დღეში უელსის დედაქალაქ კარდიფში წლის მთავარი საფეხბურთო საღამო იქნება. ამ საღამოს ერთმანეთს ორი საფეხბურთო გრანდი, მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 3 ივნისს, 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

კარდიფის ნაციონალური სტადიონი “მილენიუმი” 74 500 ადგილს იტევს და რა თქმა უნდა მასპინძლები სრულ ანშლაგს ელოდებიან, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი რომ ბილეთების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია.

სტადიონი რომელიც 1999 წელს აშენდა, მიუხედავად იმისა რომ უელსის რაგბის კავშირს ეკუთვნის და ყველა დასამახსოვრებელი მოვლენა რაგბთან არის დაკავშირებული, მაინც უეფას ყველა უმაღლეს მოთხოვნას აკმაყოფილებს და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სტადიონებს შორის ღირსეულად იხსენიება.

უელსი, თავისი სამ მილიონიანი მოსახლეობით, დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შედის. მოგეხსენებათ ბრიტანეთი როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის სამშობლოა, მაგრამ სპორტის ნომერ პირველი სახეობა ამ პატარა ისტორიულ პროვინციაში, მაინც მეორე ნომრად ითვლება და ისინი ყველაზე წინ რაგბს აყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად უელსს გააჩნია საკუთარი საკუთარი საფეხბურთო ჩემპიონატი, ხოლო რამოდენიმე გუნდი კი პრემიერ ლიგაშიც ასპარეზობს. სუონსი ახლაც პრემიერლიგის ბინადარია, ხოლო რამოდენიმე წლის წინ კარდიფმაც შეძლო უმაღლეს დონეზე მოესინჯა ძალები.

პატარა ქვეყანას საკუთარი ლეგენდებიც ჰყავს: იან რაში, მარკ ჰიუზი, რაიან გიგზი, მაგრამ მთავარი გმირი მაინც დიდი ალბათობით 3 ივნისს სტადიონზე იქნება. დიახ, გარეტ ბეილი, რომელიც უელსის ნაკრების ნამდვილი ლიდერი და ცოცხალი ლეგენდაა, მოგეხსენებათ მადრიდელთა ღირსებას იცავს და კარდიფიც ალბათ ერთხმად დაუჭერს მხარს “ბლანკოსს”

მაგრამ ტურინელები მასპინძლების რანგში იქნებიან მილენიუმზე და ამას გარდა არც საკუთარი გულშემატკივრები მოაკლდება სტადიონზე, როგორც მშობლიური იტალიიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ზედმეტია იმაზე საუბარი რომ მოედნის საფარი იდეალურ ფორმაშია, ამინდებიც განსხვავებით ბრიტანეთის უამრავი ქალაქისგან, ზომიერია და თუ სინოპტიკოსებს დავუჯერებთ შაბათს არც წვიმას უნდა ველოდოთ.

ტურინელებს მარკო პიაცა აკლიათ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ არც მოისაზრება “იუვეს” ძირითადის ფეხბურთელად, ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, გუნდები მატჩს დანაკლისების გარეშე ხვდებიან.

მატჩს უკვე ეწოდა საუკეთესო დაცვის და საუკეთესო შეტევის ფინალი, გამომდინარე იქიდან რომ მადრიდელებმა წლევანდელ გათამაშებაში ყველაზე მეტი გაიტანეს, ხოლო ტურინელებმა ყველაზე ნაკლები გაუშვეს, კონკრეტულად მხოლოდ ორი გოლი.

მიუხედავად ემოციებისა, უნდა აღინიშნოს რომ ფინალში ნამდვილად ორი ღირსეული გუნდი თამაშობს, ორივე გუნდმა საკუთარ ჩემპიონატებში არავის დაუთმო პირველობა, “იუვემ” ამ ყველაფერს ქვეყნის თასიც დაუმატა და ახლა სეზონის დაგვირგვინებისთვის იბრძვიან.

იმ შემთხვევაში თუ ტურინელები მოიგებენ, ისინი ორი ათეული წლის შემდეგ შეძლებენ დაბრუნდნენ ევროპული ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე და ნამდვილ გმირს, ლეგენდარულ მეკარეს, მსოფლიო ჩემპიონს და უამრავი ტიტულის მფლობელს, ჯანლუიჯი ბუფონს სანატრელი ჩემპიონთა ლიგის თასი აღამართინონ.

ხოლო მადრიდელების გამარჯვების შემთხვევაში ისინი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას დაწერენ და “რეალი” გახდება პირველი გუნდი რომელმაც ორჯერ ზედიზედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

მატჩს 41 წლის გერმანელი ფელიქს ბრიგი გაუძღვება. პროფესიით იურისტს, რომელიც 2007 წლიდან ფიფას საერთაშორისო არბიტრია, მსგავი რანგის მატჩების გამოცდილება არ გააჩნია და ასეთი დონის საფეხბურთო ტურნირებზე მეოთხედფინალზე მეტად მნიშვნელოვან თამაშს არ გაძღოლია.

ურთიერთშეხვედრებში გუნდებმა 18 მატჩი მოილიეს უკან.

2 მატჩი ფრედ დასრულდა, საერთო ანგარიშიც საყაიმოა. 8–8 ჯერ მოახერხეს გუნდებმა გამარჯვება და შესაბამისად დამარცხებაც. გოლები იტალიელთა სასარგებლოდაა 21–18 ზე.

Juventus.ge წარმატებებს უსურვებს საყვარელ გუნდს და გპირდებით დარჩენილ დღეებს და საათებს საინტერესო სტატიებით და ინფორმაციებით ვიქნებით თქვენს გვერდით!

Fino Alla Fine!!!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *