მთავარი / ბლოგი / კაპიტნების ისტორია: ჯანლუიჯი ბუფონი

კაპიტნების ისტორია: ჯანლუიჯი ბუფონი

„იუვენტუსში“ ჯიჯი ბუფონის ამბავისა და მნიშვნელობის გასაგებად საკმარისი იქნებოდა იტალიელი მეკარის „ბიანკონერიში“ მოგებულ ტიტულების გახსენება. მაგრამ „ბებერი სინიორასა“ და ბუფონის სასიყვარულო ურთიერთობაში უფრო ღრმა ინტერპრეტაციაა. ყოველთვის არსებობდა ვიზუალური ურთიერთობები, 2001 წლიდან 2018 წლამდე. მეკარე, რომელიც დარჩა გუნდში 2006 წელს, სერია B-შიც და ეს იყო სიყვარულის დამტკიცება, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა.

და, სწორედ ეს აძლიერებს მის ღირებულებებს. ანდრეა ანიელი მას ასე ახასიათებს: „ის არის თავგანწირული ადამიანი, ქარიზმატული, გამჭირვალე, ამბიციური, თამამი, ერთგული, მეგობარი და კაპიტანი. ის სამოთხეში იყო და ჯოჯოხეში ჩვენთან ერთად ჩავარდა, მაგრამ შემდეგ ისევ სამოთხეში დაბრუნდა“.

ჯიჯი ბუფონი

თამაში “იუვენტუსში: 656

თამაში ეროვნულ ნაკრებში: 176

მაგრამ, ახლა ნაბიჯი უკან უნდა გადავდგათ. ჯიჯი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წლის ზაფხულში „პარმადან“ გადავიდა და გახდა „ბიანკონერის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. ეს რეკორდი 2016 წელს გონსალო იგუაინმა გააუმჯობესა. მისი ისტორია „ბიანკონერიში“ დაუყოვნებლივ კარგად დაიწყო და პირველივე სეზონში პირველი სკუდეტო მოიგო. ცნობილი 5 მაისი და ბოლო ტურში „ინტერის“ გადასწრება.

ბუფონმა სწორედ სკუდეტოსთან შექმნა განსაკუთრებული ისტორია, რეკორდი. იტალიელმა მეკარემ შავ-თეთრების მაისურით 9 სკუდეტო მოიგო (2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018) და ეს რეკორდია. ამდენჯერ იტალიის ჩემპიონი არავინ გამხდარა.

მაგრამ მისი წარმატება „იუვენტუსში“ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. 5 იტალიის სუპერთასი და ოთხი იტალიის თასი, 656 თამაშში ყველა ტურნირის ჩათვლით. თუმცა, მაინც გამორჩეული და დაუვიწყარია 2006 წელს, იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა, ტურნირზე, სადაც აბსოლუტური გმირი იყო.

მუნდიალი მარჩელო ლიპისთან ერთად მოიგო. მწვრთნელთან, რომელსაც „იუვენტუსიდან“ ძალიან კარგად იცნობდა. იტალიის ნაკრების ექსმწვრთნელი ჯიჯიზე საუბრობს: „ის მხოლოდ დიდებული მეკარე არაა. ის არის საჩვენებელი თანაგუნდელებისთვის, ხელმძღვანელობისთვის და გულშემატკივრებისთვის. დადებითი თვისებები აქვს, რომელიც გუნდს გამარჯვებაში ეხმარება. ჩვენ ერთად დაუვიწყარი მომენტები გამოვიარეთ, მაგრამ მასთან ფეხბურთის მიღმაც ახლოს ვარ და ნამდვილად მიყვარს“.

მოდით გადავდოთ იტალიის ნაკრებთან წარმატება გვერდზე და დავუბრუნდეთ „იუვენტუსთან“ იდილიას. „ბიანკონერისთან“ ჯიჯის ისტორია ორად იყოფა: 2001 წლიდან 2011 წლამდე და 2011 წლიდან 2018 წლამდე. ორ საზღვარს შორის არის ახალი სტადიონის შექმნა, ახალი „იუვენტუსის“ ნამდვილი სიმბოლო, რომელიც ბუფონის საფეხბურთო სახლი იყო 7 წლის განმავლობაში.

„იუვენტუს სთედიუმის“ ინაუგურაციის დღეს ბევრი ემოცია დამეუფლა და ყველა ძალიან ძლიერი. ჩემს თავს ვუთხარი,“კი მაგრამ რა ხელმძღვანელობაში ვთამაშობ?!“. გამიჩნდა ფიქრები, რომელიც დიდი ხანი არ მიჩნებოდა. თავი დიდი სიამაყით ვიგრძენი უნიკალური გუნდისა და ისტორიის ნაწილად. ეს მოტივაციისთვის ფუნდამენტური იყო“.

ახალ სტადიონზე ჯიჯიმ მეორე ახალგაზრდობა განიცადა და მოიგო ბევრი ტიტული ჯერ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით და შემდეგ მასიმილიანო ალეგრის. და, სწორედ ამ სტადიონზე, 2018 წლის 19 მაისს კარარელი მეკარე დაემშვიდობა „ბიანკონერის“ ხალხს, ერთად გატარებული 17 წლის შემდეგ. „ვერონასთან“ თამაში, რომელიც დარჩება ბუფონისა და „იუვენტუსის“ ყველა ტიფოზის გულში.

ბუფონს შესაძლოა ისევ აწუხებდეს, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო თავის კარიერაში, მაგრამ ამის გაკეთება „იუვენტუსთან“ ერთად შეეძლო. 2003 წელს ამისთვის ყველაფერი გააკეთა, 2 პენალტიც მოიგერია, მაგრამ ასე არ მოხდა. მაგრამ მის საერთაშორისო კლასს ეს თასი არაფერს აკლებს და ამ სიცარიელის უკან ძალიან მდიდარი კარიერა და ბევრი ტიტულია.

ჯიჯი ბუფონი 41 წლის ასაკშიც წარმოდგენილია ევროპულ ფეხბურთში. ჯიჯის პროფილს იდეალურად ასახავს იკერ კასილიასის სიტყვები:

„ის ჩემთვის სამაგალითოა, ასევე ჩემი თაობის მეკარეებისთვის. როდესაც თამაშს ვიწყებდი, ვოცნებობდი, რომ გავმხდარიყავი ისეთი, როგორიც ჯიჯია. ყოველჯერზე მის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო იყო“, – იკერის სიტყვები სრულყოფილად აღწერს ბუფონის ფიგურას.

მეკარე, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმალურად იხარჯებოდა თავისი გუნდისთვის, შესაბამისად, „იუვენტუსისთვის“. ბუფონი ყოველთვის იყო „ბიანკონერის“ ერთ-ერთი ლიდერი. 23 წლის ასაკშიც, პირველივე თამაშებიდან ბოლო სეზონებამდე, როდესაც გასახდელის უპირობო სენატორი გახლდათ.  თავდაპირველად საკმლავურის გარეშე, შემდეგ სამკლავურთან ერთად. ეს იყო ლიდერობისკენ ბუნებრივი მიდრეკილება, რომელიც 17 წლის განმავლობაში „იუვენტუსის“ მახასიათებლებსა და ისტორიას შეესაბამებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …