მთავარი / სიახლეები / კალჩოპოლი – ანიელი და “იუვენტუსი” არ ნებდებიან

კალჩოპოლი – ანიელი და “იუვენტუსი” არ ნებდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ არ ნებდება და კალჩოპოლის სკანდალის შესახებ სიმართლის დამტკიცებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, სასამართლომ „იუვეს“ ჩამორთმეული სკუდეტოების დაბრუნებაზე უარი უთხრა, ანდრეა ანიელი დანებებას არ აპირებს.

როგორც Corriere Della Sera იტყობინება, ტურინული გრანდი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას, რათა 2006 წლის სკუდეტო მიიღონ, რომელიც „ინტერს“ გადაეცა.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ პრეზიდენტმა ანიელიმ საჩივარი ორგან შეიტანა – ოლიმპიური კომიტეტისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლოებში.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს მომხდარი კალჩოპოლის შედეგად, „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს, 2005 და 2006 წლის სკუდეტოები კი ჩამოართვეს. 2005 წლის ჩემპიონობა საერთოდ გაუქმდა, ხოლო 2006 წლის სკუდეტო „ინტერს“ გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ ბრძოლას აგრძელებს და თავისი სიმართლის დამტკიცება არაერთხელ სცადა. რამდენიმე კომპონენტში მოახერხა კიდეც გამართლება, მაგრამ სკუდეტოების დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …