JuveNews #3 (24.08)

ევროპული მედია ერთხმად ალაპარაკდა ბლაიზე მატუიდის ტურინში გადაბარგებაზე! მედია იუწყება რომ თავად ფეხბურთელთან ყველაფერი მოგვარებულია და მხოლოდ პსგ და სატრანსფერო თანხა წარმოადგენს პრობლემას! თურმე ჩვენები 25-30 ლიმონის გადამხდელები ყოფილან პსჟ 40 ამდე ითხოვს! ფეხბურთელის აგენტი მსუქანი მინო რაიოლა სავარაუდოდ მოითხოვს ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი რომელიც დაავალდებულებს იუვეს ბონუსის სახით აგენტს ყოველ გატანილ გოლზე გაეგზავნოს პიცა და დიეტური კოლა! 

იუვეს სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ისაუბრა სერია ა-ში ამოქმედებულ ახალ წესზე რომელიც ავალდებულებს კლუბებს იყოლიონ თავიანთ რიგებში მინიმუმ 25 იტალიელი ფეხბურთელი დუბლებში და მთავარ გუნდში ერთდროულად! მაროტამ განაცხადა რომ ეს მესმის რომ იტალიური ფეხბურთის განვითარებისთვის  გადადგმული ნაბიჯი მაგრამ არავინ დაფიქრებულა იმაზე რომ ეს კლუბებს უფრო დააზარალებსო! ამ რეგულაციების გამო მოუწევთ იყოლიონ არასაჭირო ფეხბურთელები გუნდში და გაუჭირდებათ განვითარებაო! იცი ბრუცო ეხლა რომ მატუიდის ეჩალიცები ამ რეგულაციით ვერატის მოიყვანდი! პიაცა რომ მოგვიყვანე მანდ ბერადრი იქნებოდა და ჩვენ ასე თუ ისე უფრო ვიხეირებდით! მაგრამ ინტერის ხელმძღვანელობა მართლა გაწამდებოდა ბროზოვიჩისთვის იტალიური პასპორტისთვის ჩალიჩში 🙂

დღეს JN-ის მესამე ნომერში სიმბოლურად ჩვენი სამიანის შევეხებით! დიახ ჯორჯო ჩაქუჩი კიელინი რომლეიც იტალიურ მედიას ესაუბრა გუნდის ახალწვეულებზე და ექს ლიდერებზე! კიელომ განაცხადა მართალია გუნდი დატოვა პოგბამ და მორატამ მაგრამ გუნდში მოვიდა პიანიჩი და იგუაინი! თუ დანაკარგი დიდი იყო შევსებაც არ გვქონია ნაკლებიო!  კი ჯორჯიკ ეს ასე თუ ისე დაბალანსებული შევსებაა მაგრამ გრაფი პადოინი რო გავყიდეთ? 

რაც არ უნდა საკვირველი იყოს ბალოტელის მანჩესტერში სურს გადასვლა იქ ჟოზე მაურინიოა და ჩვენ ადრეც გვაქვს ერთად ნამუშევარი მილანის ინტერშიო და გავუგებთ ერთმანეთსო! არა მოუსა და ბალოს ურთიერთობა წარმოუდგენელად სახალისო იქნება 🙂 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ყოველკვირეულ ტელეჟურნალში მოუს ბალოზე კითხეს და პორტუგალიელმაც მოყვა ერთ პატარა ისტორია რომელიც ძალიან კარგად დამამახსოვრდა! ჟოზე: მახსოვს ლიგის თამაში იყო დიეგო მილიტო ტრამვირებული მყავდა დანარჩენი ორი ფორვარდი 2 ყვითელის გამო ტოვებდა თამაშს მხოლოდ ბალოტელი შემეძლო დამეყენებინა თავდასხმის ხაზში სხვა არჩევანი არ მქონდა და ასეც მოვიქეცი! პირველი ტაიმის მიწურულს ბალომ საერთოდ არასაჭირო და კონტექსტიდან ამოვარდნილი ყვითელი მიიღო და შესვენებაზე 15 წუთიდან 14 მასთან საუბარს დავუთმე რომ როგორმე დამშვიდებულიყო და არ აყოლოდა პროვოკაციებს რადგან მის პოზიციაზე არავინ მყავდა! მისმენდა ჩავთვალე რომ ყველაფერი გაიგო! დაიწყო მეორე ტაიმი და ზუსტად 4 წუთში ბალომ პირდაპირ წითელი მიიღო 🙂 

ჯორჯო კიელინიმ განაცხადა რომ წლევანდელი რომა ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ნაპოლი ანდა ინტერი! ამაზე მათი სასტარტო მატჩის შედეგიც მეტყველებს მათ უდინელებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს!  არ ვიცი არა… ჩემპიონთა ლიგა ჯერაც არ დაწყებულა და ესენი უკვე გამოეთიშენ და…

მილანელები აპირებენ ახალი ერის დაწყებას საკუთარ კლუბში და არ აპირებენ ახალგაზრდა ტალანტებთან დამშვიდობებას რომანიოლი არ გაუშვეს კონტესთან ლონდონში არც მატია დეშილიოსთან აპირებენ შელევას! რანიერის ლესტერს ნიანგის ხილვა სურდა ლურჯ მაისურში მაგრამ ისიც კი დაიტოვეს მილანელებმა! თან თავიანთი პირველი მატჩი მოიგეს და ამბიციებიც გაჩნდა! მეგობრებო კარგია რომ ახალი გუნდის აწყობას აპირებთ და განვითარებას გეგმავთ მაგრამ 2 სეზონში დონარუმა დაგვჭირდება და… 

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *