JuveNews #2 (23.08)

როგორც ხედავთ ევროპული სპორტული მედიის ჰედლაინებში კუადრადოს იუვეში დაბრუნების თემა ძალიან აქტუალურია და დღევანდელ JN-საც ამ თემით დავიწყებთ! დღეს მედიაში კოლუმბიელის თაობაზე დაიწერა რომ მისი აგენტი ყველაფერს ცდილობს დააბრუნოს ტურინში თავისი კლიენტი! ტურინულ მხარესთან ყველაფერი გარკვეულია პრობლემა ანტონიო კონტეა რომელსაც ცოცხალი თავით არ სურს კუადრადოს გაშვება! დღეს აგენტი კვლავ დაბრუნდება ლონდონში რათა შეეცადოს არისტოკრატების დაყოლიება!

ეხლა კი კიდე ერთ კოლუმბიელზე კარლოს ბაკაზე ვისაუბროთ! ის მილანური კლუბის ერთერთი ლიდერია და ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი! რაც უკრაინე ლეგენდას ანდრეი შევჩენკოსაც არ დარჩენია უყურადღებოთ! ბაკამ ცოტა კიდე რომ მოინდომოს მილანი კვლავ შეუჩერებელი გახდებაო! ძალიან დიდ პატივს გცემთ ბა-ნო ანდრეი იმ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი პენალტის გატანის მიუხედავად მაგრამ… რავიცი ბაკაა მაინც რაც არ უნდა იყოს…

სიმონე ძაძას ტრანსფერი ბუნდესლიგაში არ შედგა რატომღაც და ფეხბურთელი კვლავ ტურინში დაბრუნდა მაგრამ მისი ტურინში დატოვება არ სურთ ბოსებს და არც მისი ხელიდან გაშვება ამიტომაც პრემიერლიგაში ვესტ ჰემის საკითხი ისევ წინ წამოიჭრა, თუმცა ამჯერად საუბარი მხოლოდ არენდაზეა!

ბრაზილიის ნაკრების თავკაცი კალჩოში მოასპარეზე სამი ფეხბურთელის გამოძახებას აპირებს მოახლოებული მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის! რომას მეკარე ალისონი იუვედან დანი ალვეში და ინტერიდან ჟაო მირანდა. ერნანეში და ალექს სანდროც გვყავს ისე თუ დაგჭირდათ ჩვენ მაგათ გარეშეც შეგვიძლია გავძლოთ როგორმე!

ტიმუე ბაკაიოკოს აგენტი აცხადებს პრესასთან რომ იუვე მისი კლიენტით დაინტერესებულია და სურს გადაბირება მაგრამ თავისი კლიენტი ბედნერია მონაკოში და დარჩენა სურს! უკაცრავად მაგრამ თქვენ ვინ ხართ? ან რა გინდათ? კიდე კაი მონაკო ახსენეთ თორე ცნობისმოყვარეობა მოკლავდა! უი გამახსენდა… წინა სეზონში ლიგა ერთში 19 შეხვედრა და მხოლოდ ერთი გატანილი გოლი! ხაზს ვუსვამ ლიგა ერთში! და იუვე დაინტერესებულია? რავიცი ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს!

ვრცელდება ინფორმაცია რომ დორტმუნდმა იუვენტუსს ოფიციალური წინადადებით მიმართა ლიხშტაინერის თაობაზე თუმცა არც სატრანსფერო თანხა სახელდება და არც პირობები! ისე მაქსმა დადებითად შეაფასა ალვეშის ასპარეზობა პირველ ტურში და შვეიცარიელი სკამზე დატოვა და რა ვიცი… მემგონი ახალმა გულმაც არ უშველა ლიხშტოს შავთეთრი მაისურის შენარჩუნებაში!

ინტერისგანაც და იუვენტუსისგანაც ოფიციალური წინადადება უკვე მიღებული გვაქვს! ეხლა ფეხბურთელმა თავად უნდა გადაწყვიყოს თუ სად სურს ასპარეზობა ახადებს გაბრიელ ბარბოსას აგენტი! მოდი ძმაო ჩვენთან მოდი ოლიმპიური ჩემპიონი ნამდვილად არავინ გვყავს გუნდში და შენ იქნები! თან დიბალას შეცვლი ხოლმე და წლის ბოლოს ჩემპიონის ტიტულს და ოქროს მედალს შეჰმატებ შენს კოლექციას! აი ინტერში თუ გადახვალ… თუ ბედმა გაგიღიმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩებს ითამაშებ მომავალი სეზონიდან და კიდე დომინოს ბროზოვიჩთან მაგიდისქვეშ გაძრომაზე… ერთი არი გერმანელია დრაქსლერს ეძახიან ის რომ შენს ადგილზე ყოფილიყო ინტერში წავიდოდა მაგრამ შენ არამგონია იმ ზემოთხსენებულისნაირად აზროვნებდე!

ლეგენდარულმა ნუმერო უნომ განაცხადა გული დამწყდა პოგბა რომ წავიდა გუნდიდან ეს ბებერი ქალბატონისთვის ძალიან დიდი დანაკარგიაო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია პოგბა ისეთი როგორიც თავის დროზე ზიზუ იყოო! ბაზარი არ არი ჯიჯი ძმაო მეც გამიტყდა მაგრამ…. მაგრამ ეს ხომ იუვენტუსია რომელიც ას წელზე დიდია და კვლავაც ცოცხალია!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *