JuveNews #1 22.08

ედისონ კავანი: მე იმას არასდროს გავაკეთებდი რაც იგუაინმა გააკეთა! ნაპოლიდან იუვეში არ გადავიდოდი! მოიცა მოიცა შე ურუგვაელო რა სინდის ნამუსზე გვაგდებ ვერ გავიგე! შენ არ იყავი ლავეციზე რომ იძახდი ნაპოლიდან ფულის გულისთვის წავიდა პსგ-შიო! მერე რომ კონტრაქტის წინა გვერდი დაგანახეს რატო მოყევი დაუფიქრებლად და რატო უღალატე ნეაპოლურ სიყვარულს ჰა?

ხუან კუადრადოს აგენტი დღეს იუვეს ხელმძღვანელობას შეხვდება! კოლუმბიელის იჯარის წესით დაბრუნება ტურინში პრაქტიკულად გადაწყვეტილია 3.5 მილუინი ევროდ! მაგრამ ამჯერად სეზონის ბოლოს გამოსყიდვაც შეგვეძლება!

ოლიმპიური ჩემპიონი გაბრიელ ბარბოსა იგივე გაბიგოლი ნერიაძურის უახლოვდება! რათქმაუნდა ჩვენ და პრემიერლიგის ბინადრებს კვლავ მისი სურვილი გვკლავს მაგრამ მილანელებმა ჩინური მილიონები აამოქმედეს და… მოკლედ ინტერი ლიდერობს ამ მომენტისთვის!

პირველ ტურში ნაპოლიმ თავი შეირცხვინა და სერია ა-ში ახლად აღზევებულ პესკარასთან შემთხვევით გადაურჩა მარცხს! ყველაზე სამარცხვინო კი მატჩის შემდეგ მოხდა როცა მაურიციო სარიმ უარი განაცხადა კომენტარზე და როგორც მედიაში იწერება ეს თავად ნაპოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მედიის იგნორირება! არადა პრინციპში რა უნდა ეთქვა საწყალ სარის! დელაურენტისის რეაქციაც საინტერესო იქნებოდა…

სისოკოს ტრანსფერით ბებერი ქალბატონი რომ დაინტერესებულია ეს ნიუსი არ არი მაგრამ ნერიაძურისტებსაც რომ მოუნდათ ფრანგი და 35 მილიონიც რომ აქვთ გამზადებული ეგ უკვე ნერვების მომშლელია! ვისითაც არ დავინტერესდით ყველა მათ მოუნდათ 🙂

მანძუკიჩით ლონდონის ჩელსია დაინტერესებული! თუ რომულო ლუკაკუ ვერ იყიდეს ალტერნატივად ჩვენს 17-იანს განიხილავენ და მზად არიან 25 მილიონი ფუნტი შემოგვთავაზონ რაც 29 მილიონ ევროს უდრის! შეგახსენებთ ჩვენ შარშან 19 მილიონად მოვიყვანეთ ხორვატი!

მაქს ალეგრი: იგუაინი გენიალური ფორვარდია მისთვის ნახევარი მომენტიც კი საკმარისია გასატანად! მას იუვეში არ ქონია ფსიქოლოგიური წნეხი რომ გინდა თუ არა უნდა გაიტანოს სწორედ ეს დაეხმარა მას დებიუტის გოლით გალამაზებაში! ალვეში? ის კარი ბიჭია მომეწონა მისი თამაში! ნელ ნელა შეთამაშდება  უფრო გუნდთან მაგრამ ერთი უნდა დაივიწყოს ტექნიკის დემონსტრირება და ფინტები ტურინში პრაქტიკულად არაფრად ფასობს!

 მარკო ვერატი როგორც იქნა დაუბრუნდა ფეხბურთს ხანგრძლივი ტრამვის შემდეგ! მისი დახმარება აძურის დაჭირდება ამიტომ მალე ჩადექი ფორმაში მარკო! ეგება ბრუცომ ისეთი წინადადება შემოგთავაზოს რაზეც უარს ვერ იტყვი!

გაზიარება:

შემთხვევითი სიახლე

პაულო დიბალა: მე იუვენტუსში მსურს დარჩენა

დიბალა – „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ

ბოლო ერთი თვეა არ წყდება მითქმა-მოთქმა „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. პაულომ ერთი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *